ღუმელში გამომცხვარი სკუმბრია: გემრიელი და სასარგებლო კერძი, რომელიც ბავშვებსაც უყვარდებათ

2535

სკუმბრია – თევზის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო სახეობა, რომელიც ცილების, ცხიმოვანი მჟავებისა და ვიტამინ B12-ის ძალიან დიდი ბუნებრივი წყაროა. თითოეული ეს ნივთიერება აუცილებელია ორგანიზმის გამართული, ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

უკვე წლებია, რაც საკუთარ შვილებს პერიოდულად სკუმბრიისგან მომზადებული სხვადასხვა უგემრიელესი კერძებით ვანებივრებ. მათთვის თევზის შეყვარება მარტივი რეცეპტის დახმარებით შევძელი და ამ ფაქტით ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან, როგორც უკვე გითხარით, სკუმბრია ძალზედ სასარგებლო ზღვის თევზია, რომელიც ამარაგებს ორგანიზმს შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებითა და ვიტამინებით. ღუმელში გამომცხვარი სკუმბრია პომიდვრითა და ხახვით – საოცრად არომატული, წვნიანი და გემრიელი კერძი, რომლის მიმართაც გულგრილი ვერავინ დარჩება.

როგორ მოვამზადოთ სკუმბრია ღუმელში

ინგრედიენტები:

  • 3 სკუმბრია
  • 5-6 პომიდორი
  • 2 თავი ხახვი
  • 1 საშუალო ზომის ლიმონი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი

მომზადება:

1. გაასუფთავეთ თევზი ფარფლისგან და მოაცალეთ კუდი. თევზს მომწარე გემო რომ არ ჰქონდეს, მოაშორეთ მას სპეციალური მუქი თხელი ფენა მუცლის არიდან.

2. დაჭერით თევზი საშუალო ზომის ნაჭრებად. თითო ნაჭრის ზომა უნდა იყოს მიახლოებით 2-3 სანტიმეტრი.

3. დაჭერით პომიდორი და ხახვი საშუალო სისქის ხახვებად. მათი საერთო დიამეტრი მიახლოებით უნდა უდრიდეს თევზის ერთი ნაჭრის დიამეტრს.

4. საცხობ ფორმაზე მოათავსეთ თევზის ნაჭრები და ბოსტნეული შემდეგი თანმიმდევრობით: თევზი, ხახვი, პომიდორი.

5. გამოსაცხობად გამზადებულ თევზს მოაწურეთ ზემოდან ლიმონი.

6. სპეციალური ფუნჯის გამოყენებით წაუსვით კერძს ზემოდან მცირეოდენი მცენარეული ზეთი.

7. მოაყარეთ მარილი და პილპილი თქვენი გემოვნების მიხედვით. სურვილისამებრ, შეგიძლიათ კერძში სეზამის დაფქული თესლის დამატებაც. ასე კერძს განსაკუთრებულ არომატს მიანიჭებთ.

8. წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე და მოათავსეთ მასში ჩვენი კერძი 40-45 წუთით.

ღუმელში გამომცხვარი საოცრად გემრიელი, არომატული და წვნიანი სკუმბრია პომიდვრითა და ხახვით მზად არის. პირადად მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ დელიკატესზე უარს იტყვის.

ჩვენი რედაქციის რჩევა:

ადამიანების დიდ ნაწილს სკუმბრია მისი სუნის გამო არ უყვარს, რომელსაც ეს თევზი თერმული დამუშავების დროს გამოყოფს. ამ ფაქტის თავიდან ასარიდებლად, მომზადებამდე დაახლოებით 1 საათით ადრე სკუმბრია უნდა დამუშავდეს მცირეოდენი ლიმონის წვენით.