ღუმელში გამომცხვარი გასაოცარი სკუმბრია

1331

ღუმელში გამომცხვარი თევზის რეცეპტი ძალიან მარტივია.

სკუმბრია გამოდის ძალიან გემრიელი, წვნიანი და ნაზი.

ინგრედიენტები

  • სკუმბრია 2 ცალი
  • ლიმონი 1 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • არაჟანი 2 სუფრის კოვზი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. გაასუფთავეთ თევზი.
  2. შიგნიდან და გარედან დაამუშავეთ მარილით და წიწაკით.
  3. თევზს ზემოდან წაუსვით ცოტა არაჟანი.
  4. შიგნიდან წაუსვით არაჟანი.
  5. დაჭერით თევზი.
  6. მრგვლად და თხლად დაჭერით ლიმონი.
  7. ფორმას წაუსვით მცენარეული ზეთი.
  8. ფორმაში მოათავსეთ დაჭრილი თევზი.
  9. თევზის ნაწრებს შორის მოათავსეთ ლიმონი და ხახვი, წყვილ-წყვილად.
  10. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!