ღუმელში გამომცხვარი გასაოცარი ყაბაყი ფარშით. ბოსტნეულის ხვეულაზე უკეთესია!

1819

გემრიელი, ნაზი, დიეტური და სასარგებლო კერძი ყაბაყით და ფარშით. ბოსტნეულის ხვეულა ვერც კი შეედრება. მარტივად, სწრაფად და ჩვეულებრივი პროდუქტებისგან მზადდება. სუფრაზე არაჟნის სოუსთან ერთად გაიტანეთ.

პროდუქტები, რომლებიც დაგჭირდებათ:

  • 3-4 ყაბაყი (ზომის მიხედვით)
  • 600-700 გრ ფარში (ღორი-ქათმის ხორცით უფრო გემრიელია)
  • 80 გრ ბრინჯი
  • 1 ხახვი
  • 0,5 კონა კამა
  • 0,5 კონა ოხრახუში
  • 2 კბილი ნიორი
  • ნახევარი ჩ/კ ტკბილი პაპრიკა
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით
  • 100-150 გრ ხმელი ყველი (მე მოცარელას ვუმატებ)

სოუსისთვის დაგჭირდებათ:

  • 300 გრ არაჟანი
  • 1 ს/კ კეტჩუპი
  • 100-150 მლ წყალი
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების ეტაპობრივი პროცესი:

1. ბრინჯი მომზადებამდე მოხარშეთ.

2. მას შემდეგ, რაც ბრინჯი გაგრილდება, ღრმა ჭურჭელში გადაიტანეთ.

3. მას ფარში, წვრილად დაჭრილი ხახვი, მწვანილი და დაჭყლეტილი ნიორი დაუმატეთ.

4. წიწაკა და მარილი, პაპრიკა მოაყარეთ და კარგად აურიეთ.



5. ყაბაყი აიღეთ, გარეცხეთ და ბოლოები მოაჭერით. მსხვილ რგოლებად დაჭერით.

6. ბოსტნეულის რგოლებს შორის ცოტა ფარში მოათავსეთ და ფორმაში რიგებად ჩააწყვეთ.

7. ასე მთელი ფორმა გაავსეთ, როგორც გარმონი.

8. სოუსისთვის უბრალოდ ყველა ინგრედიენტი შეაერთეთ. მარილი და წიწაკა მოაყარეთ და აურიეთ.

9. ყაბაყს მომზადებული სოუსი დაასხით.

10. ყველი გახეხეთ და ბოსტნეულს ზემოდან დააყარეთ.

11. ღუმელი 180 გრადუსამდე გაახურეთ და კერძი ნახევარი საათით აცხვეთ. ყაბაყის სირბილე შეგიძლიათ თავად დაარეგულიროთ.

12. თქვენ შეგიძლიათ ბოსტნეულს ფოლგა დააფაროთ, ხოლო მომზადების ბოლოს მოაშორო, რომ გამომცხვარი კერძი შეწითლდეს.

გამომცხვარი ყაბაყის გემო ბოსტნეულის ხვეულს მოგაგონებთ, ოღონდ ის უფრო ნაზი გამოდის.