ქოქოსის ტორტი „რაფაელო“ ცხობის გარეშე ლილია ცვიტის რეცეპტით

462

ასეთი მარტივი ტორტის რეცეპტი ყველა დიასახლისს კულინარიულ წიგნში უნდა ეწეროს. თუ ოჯახისთვის გემრიელი დესერტის მომზადება გსურთ, მაგრამ არაფერი გახსენდებათ, მაშინ „რაფაელო“ სიტუაციას გამოასწორებს. ღუმელში ცხობა და დიდი დრო არ სჭირდება.

ბიუჯეტური რეცეპტია, რომლის მომზადებაზე მარტივ პროდუქტებს დახარჯავთ. ამის მიუხედავად ლამაზი და ეფექტური გამოდის. სადღესასწაულო სუფრაზეც შეგიძლიათ გაიტანოთ.

ინგრედიენტები:

  • 12 ვაფლის ფენა
  • 1 ლ რძე
  • 150 გ შაქარი
  • 90 გ სიმინდის სახამებელი
  • 1 კვერცხი
  • 200 გ ქოქოსის ფანტელები
  • 1 პაკეტი ვანილი
  • 100 გ კარაქი
  • 150 გ შემწვარი მიწისთხილი
  • კანფეტი „რაფაელო“

მომზადების წესი:

1. სქელძირიან ქვაბში რძე, კვერცხი, შაქარი, ვანილი და სახამებელი მოათავსეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

2. კვერცხი ბოლომდე უნდა გაიხსნას. კრემი ქურაზე სუსტ ცეცხლზე დადგით. პროცესი აკონტროლეთ. მუდმივად აურიეთ, გასქელებამდე ხარშეთ.

3. კრემი ადუღებამდე ქურიდან გადმოდგით. ცხელ კრემს კარაქი დაუმატეთ და აურიეთ. ქოქოსის ფანტელები დაუმატეთ და აურიეთ. სქელი და ერთგვაროვანი კრემი გამოვა.

4. ტორტი ააწყვეთ. ვაფლის თითოეულ ფენას დაახლოებით 2 სუფრის კოვზი თბილი კრემი წაუსვით. ასე უფრო მარტივია, რადგან ცივი კრემი უფრო სქელდება. კრემს ზემოდან დაჭრილი და შემწვარი მიწისთხილი მოაყარეთ.

ტორტი გარედანაც კრემით დაფარეთ, შემდეგ ქოქოსის ფანტელები მოაყარეთ. გასაფორმებლად კანფეტი „რაფაელო“ გამოიყენეთ. კრემზე დადეთ. ოდნავ ჩააწექით, რომ კარგად დაფიქსირდეს.