ქილაში დამარინადებული ცხარე კვერცხი: კლასიკური ინგლისური ხემსი ლუდთან

1913

ირლანდიის, ინგლისის, შოტლანდიისა და ამერიკის ბარებში ხშირად შეხვდებით დახლზე ქილას ბლანტი სითხით, რომელშიც მოხარშული კვერცხი ცურავს. ეს გახლავთ კვერცხის მარინადი – ტრადიციული ხემსი ლუდთან და მაგარ სასმელებთან, რომელიც თავდაპირველად პროდუქტების კონსერვაციის ხელხი იყო უბრალოდ.

ამბობენ, რომ კვერცხის დამარინადება გერმანელებმა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში დაიწყეს, შემდეგ ეს ტრადიცია გერმალენლა ემიგრანტებმა ამერიკაში გაიყოლეს. ამერიკელებმა რომ დაინახეს, თუ როგორ კარგად “მიდის” კვერცხისა და მარინადის უჩვეულო შეხამება ბარებში, გადაწყვიტეს მისი მონეტიზირება. მას მერე პროდუქტი პოპულარული გახდა არამხოლოდ სასმელების დაწესებულებებში, არამედ, ოჯახებშიც.

ინგრედიენტები

  • 18 კვერცხი
  • 500 მლ ძმარი
  • 6 ც წიწაკა ჩილი
  • 3 ც ხახვი
  • 1,5 ს.კ. მარილი
  • 3 ს.კ. შავი პილპილის კაკლები
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 1 ს.კ. ნიორი
  • 2 ს.კ. მდოგვის თესლი
  • 0,5 ჩ.კ. მიხაკი
  • 1 ს.კ. ჯანჯაფილი
  • 1 ს.კ. ქონდარი
  • 10 დაფნის ფოთოლი
  • 1 ც დარიჩინი

მომზადება

1. მოხარშეთ კვერცხი 10 წუთის განმავლობაში და მოათავსეთ ცივ წყალში. გაფცქვენით ნიორი და ჯანჯაფილი და დაჭერით.

2. ჩაასხით ქვაბში 4,5%-იანი ძმარი, დაამატეთ ყველა სუნელი, ნიორი, ჯანჯაფილი, დარიჩინი. აადუღეთ, დააფარეთ თავსახური და დააყენეთ 15 წთ.

3. გაფცქვენით კვერცხი. მოახდინეთ ქილის სტერილიზაცია. ჩაასხით მარინადის ნაწილი სუნელებიანად, მოათავსეთ 9 კვერცხი. დაჭერით რგოლებად ხახვი და წიწაკა ჩილი, ჩაყარეთ ქილაში. მოათავსეთ დარჩენილი კვერცხები.

4. კარგად მოხუფეთ ქილა და შედგით მაცივარში 7 დღით. მზა მარინადი 3 თვემდე ინახება.

პერიოდულად შეანჯღრიეთ ქილა, რათა სუნელები კარგად გადანაწილდეს. მიირთვით ცხარე კვერცხისმარინადი ლუდთან, მაგარ სასმელებთან, გამოიყენეთ სალათებში. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!