ქართველებს ძალიან უყვართ ეს სალათი საქონლის ხორცით და წიწაკით. სახელწოდებაც ძალიან საპატივცემულოა”თბილისი”.
მარტივი ინგრედიენტები, მაგრამ საოცრად შეხამებული პროდუქტები. მთავარია ძალიან კარგი ხარისხის მწვანილი შეიძინოთ, რადგან მწვანილის გარეშე ქართული კერძი წარმოუდგენელია.
ინგრედიენტები
- 200გ მოხარშული საქონლის ხორცი
- 1 ქილა ლობიო
- 1 ბულგარული წიწაკა
- 70გ ნიგოზი
- 1 ბულგარული წიწაკა
- 1 წითელი ხახვი
- ქინძი
- 1-3 კბილი ნიორი
- 8 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი
- 1 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი
- მარილი
მომზადება
1.მოხარშეთ საქონლის ხორცი. გააგრილეთ, დაწეწეთ.
2.მრგვლად დაჭერით ხახვი და წიწაკა.
3.დაქაუცმაცეთ ნიგოზი. უკეთესი გემოსთვის შეგიძლიათ მოხალოთ.
4.მოამზადეთ სოუსი. ჯამში მოათავსეთ ხმელი სუნელი, ზეთი და ძმარი. გახეხეთ ნიორი და მოაყარეთ მარილი.
5.ქინძის დრო მოვიდა. დაჭერით საშუალოდ. სალათში უნდა იგრძნობოდეს მწვანილი.
6.წითელი ლობიო გადმოიტანეთ ქილიდან და გადაასხით სითხე.
7.დიდ თეფშზე შეაერთეთ ყველა ინგრედიენტი. მოაყარეთ ნიგოზი და დატკბით.
გემრიელად მიირთვით!