ქართული ერბოკვერცხის რეცეპტი

2257

ნოყიერი და წვნიანი საუზმე-აი, რა გჭირდებათ დილით, ერბო კვერცხი კი იდეალური ვარიანტია. მისი მომზადება სხვადასხვა ინგრედიენტებით შეგიძლიათ.

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ერბოკვერცხი ქართული მეთოდით. იგი ახალი ინგრედიენტებითა და განსაკუთრებული კავკასიური სანელებლებით გადაიქცევა სრულიად ახალ, უგემრიელეს კერძად.

ერბოკვერცხი ხახვით

ქართული მეთოდით შემწვარ კვერცხს “ჩიჩი-პიჩისაც” უწოდებენ და მას სხვადასხვა ინგრედიენტით ამზადებენ. ჩვენ კი შევარჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც ყველაზე ადვილად და ძალიან მოკლე დროში მზადდება.

ინგრედიენტები

  • 100 მლ რძე
  • 4 ც ქათმის კვერცხი
  • 1 ც ბულგარული პილპილი
  • 1 ც საშუალო ზომის პომიდორი
  • 1 ც დიდი ზომის ხახვი
  • 0,5 კონა ქინძი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 0,5 ჩ.კ. ხმელი-სუნელი
  • 0,5 ჩ.კ. უცხო-სუნელი
  • მწიკვი შაქარი, მარილი, შავი პილპილი (დაფქული) და წითელი პილპილი

მომზადების წესი 

1. ათქვიფეთ კვერცხი თასში და დაუმატეთ რძე. შემდეგ ჩაყარეთ მარილი, შაქარი, შავი პილპილი და სანელებლები და დაუმატეთ დასრესილი ქინძი. აურიეთ ყველაფერი ჩანგლით, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ.

2. დაჭერით ხახვი, პომიდორი და ბულგარული პილპილი პატარა ზომის ნაჭრებად.

3. ხახვი და ბულგარული პილპილი შეწვით დიდ ცეცხლზე და მუდმივად მოურიეთ.

4. სწორედ მაშინ, როდესაც ხახვი დაიწყებს ოქროს ფერის მიღებას, დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი.

5. ახლა კი კვერცხის და სანელებლების ნაზავი ზემოდან დაასხით ხახვსა და პომიდორს.

6. ტაფაზე კვერცხი გადაანაწილეთ ისე, რომ ყველა ინგრედიენტი თანაბრად დაფაროს. მუდმივად მოურიეთ, სანამ კვერცხი ბოლომდე არ იქნება მზად.

7. ახლა მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, ერბოკვერცხი თეფშზე გადმოიტანოთ და ზემოდან დასრესილი ქინძი მოაყაროთ. ქართული ერბოკვერცხი მზადაა. გემრიელად მიირთვით!