ქათმის უგემრიელესი რულეტი

1223

არსებობს მოსაზრება, რომ ორთქლზე მომზადებული კერძები დიეტური და უგემურია. დღეს ჩვენ გვინდა ამ მოსაზრების საწინააღმდეგო დაგიმტკიცოთ. ორთქლზე მომზადებული ქათმის რულეტი ხილით – არის ძალიან გემრიელი, სასარგებლო და მარტივი კერძი.

რულეტის მთავარი დადებითი მხარე – მის შემადგენლობაში არ შედის არანირი ზეთი. ქათამი გამოდის ძალიან რბილი და წვნიანი, ეს მანდარინის და შავი ქლიავის დამსახურებაა. ამ კერძის შიგთავსის შეცვლა მარტივია, რადგან ქათმის ხორცს ყველანაირი ხილი უხდება, განსაკუთრებით კი გარგარი და მსხალი. ამ კერძს ასევე ძალიან მოუხდება სხვადასხვა სანელებლების ნაზავი.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 4 ცალი
  • მანდარინი 3 ცალი
  • ნიგოზი 100გ
  • შავი ქლიავი 7 ცალი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით

მომაზდება

1.შავ ქლიავს მოაშორეთ თესლი, დაასხით ცხელი წყალი და დატოვეთ 1 საათით, რათა მან კარგად შეიწოვოს სითხე.

2.გაასუფთავეთ მანდარინი ქერქისგან ისე, რომ დარჩეს მხოლოდ ნაყოფი.

3. ქათმის ფილე გაჭერით ორ ნაწილად. ფორმირებული ხორცი მოათავსეთ დაფაზე (დაფას გადააკარით საკვებისთვის განკუთვნილი პარკი). ქათმის ფილე კარგად დაბეგვეთ, შეგიძლიათ გადააფაროთ პაკეტი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვენბთ.

4.ნიგოზი დაჭერით ან დააბლენდერეთ.

5.დაბეგვილ ხორცს მოაყარეთ ნახევარი ნიგოზის მასა.

6.ნიგოზზე ზემოდან დაალაგეთ შავი ქლიავი. ხილი შეგიძლაით დაჭრათ ან პირდაპირვე მთელის სახით მოათავსოთ. ქლიავზე ზემოდან მოათავსეთ მანდარინი. ხილს მოაყარეთ დარჩენილი ნიგოზი.

7.შიგთავსით ამოვსებული ქათმის ფილე გადაახვიეთ რულეტის მსგავსად იმავე პაკეტის მეშვეობით, რომელზეც არის მოთავსებული. მისი ბოლოები კარგად დააფიქსირეთ.

8.გადაფუთული რულეტი მოათავსეთ თუშფალანგში, რომელიც ასევე უნდა მოათავსოთ პრთქლის აბაზანაზეე. დააფარეთ თავზე და და მოამზადეთ 35-40 წუთი.

9.მზა რულეტი გააგრილეთ. რულეტის სწრაფად გასაგრილებლად, ჩაუშვით ის ყინულიან წყალში. გახსენით პაკეტი და რულეტი გადაიტანეთ დაფაზე, შემდეგ დაჭერით 1-1,5სმ სისქის ნაჭრებად.

10.დაჭრილი რულეტი სუფრაზე გაიტანეთ ისე, რომ ჩანდეს მისი საოცარი შიგთავსი.

მანდარინის წყალობით რულეტი გამოდის ძალიან ორიგინალური, ამიტომაც ის მარტივად დაამშვენებს საადღესასწაულო სუფრას. დაგემოვნებამდე შეგიძლიათ გააცხელოთ, მგრამ მერწმუნეთ ცივი ბევრად გემრიელია, რადგან ხილი მეტად ინარჩუნებს მისთვის დამახასიათებელ გემოს. გემრიელად მიირთვით!