ქათმის რულეტი ფარშირებული წიწაკებით

634

ამ ქათმის რულეტს თამამად შეგვიძლია დავარქვათ სადღესასწაულო მაგიდის ვარსკვლავი. გემრიელი, ნოყიერი და ძალიან ლამაზი.

წვნიანი ქათმის ფილე და ბოსტნეული ძალიან უხდება ერთმანეთს. კერძი გამოდის ნაზი,ფაფუკი, სასარგებლო და წვნიანი. ზუსტად ის არის, რაც გვჭირდება ვახშამზე ან სადილზე.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 3 ცალი
  • ბროკოლი 200გ
  • ნაღების ყველი 150გ
  • სტაფილო 2 ცალი
  • მარილი
  • ბულგარული წიწაკა 8 ცალი
  • ქათმის სანელებლები
  • ყველი 70გ

მომზადება

  1. დაშალეთ ბროკოლი და მოათავსეთ ცხელწყალში 10 წუთი. ნახევრად მოხარშულ ბოსტნეულსდაუმატეთ 1 გახეხილი სტაფილო, ნაღების ყველი და მარილი.
  2. წიწაკებს მოაჭერით თავი და ამოასუფთავეთ. მიღებული შიგთავსით ამოავსეთ წიწაკები.
  3. დაჭერით ქათმის ფილე თხელ ფირფიტებად, მოაყარეთ სანელებლებ და მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში. ზემოდან გადაანაწილეთ ფარშირებული წიწაკები, ყველი, ბროკოლის და სტაფილოს მასა.
  4. შეფუტეთ რულეტი ქათმის ფილეში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!