ქათმის რულეტი მულტისახარშ ქვაბში

709

სახლში მომზადებული ხორცპროდუქტები ყველთვის მეტად სასარგებლოა ვიდრე ნაყიდი.

მულტისახარში ქვაბი უკვე დიდიხანია მაქვს და ძალიან მომწონს მასში მომზადებული კერძები. ვცადე ხორცის რულეტის მომზადებაც, შედეგმა მოლოდინებს გადააჭარბა.

ინგრედიენტები

  • ქათმის ბარკალი 3 ცალი
  • მარილი და შავი წიწაკა
  • ქამა სოკო 350გ
  • ხახვი 2 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მომზადება

1.გარეცხეთ ხორცი, მოაშორეთ ძვლები. მოაყარეთ მარილი და წიწაკა. დატოვეთ 10 წუთი. დააფარეთ პაკეტი და დაბეგვეთ.

2.გარეცხეთ სოკო და გააშრეთ. დაჭერით. მოთუშეთ სოკო ზეთში. მოაყარეთ ხახვი და სანელებლები.

3.სამუშაო მაგიდაზე დააფინეთ ფოლგა. მასზე მოათავსეთ დაბეგვილი ხორცი კანით დაბლა. ერთმანეთზე დაალაგერთ ხორცის ნაჭრები.

4.ხორცზე მოათავსეთ სოკოს შიგთავსი. დაახვიეთ რულეტისებურად და შეახვიეთ ფოლგაში. მოათავსეთ მმულტისახარშ ქვაბში და მოამზადეთ 1 საათი.

გემრიელად მიირთვით!