ქათმის კუჭები არაჟანში: როგორ მოვთუშოთ დარბილებამდე წინასწარი მოხარშვის გარეშე

5164

საკუთარი გამოცდილებიდან კარგად იცით, რომ სუბპროდუქტებიდან ხორცის ნაჭრებზე ნაკლები კერძი არ გამოდის. ამასთან, კერძის თვითღირებულება გაცილებით იაფია. ამიტომ საყინულე მუდამ სავსეა ღვიძლით, გულებით, კუჭებით. კუჭებს ყველაზე ნაკლები ენთუზიაზმით ამზადებენ, რადგან ის ცოტათი მაგარი გამოდის. მაგრამ არაჟანში მომზადებული კუჭების რეცეპტი ამ სტერეოტიპს ამსხვრევს.

დიახ, მოთუშვა უფრო დიდ ხანს მოგიწევთ, ვიდრე გულების ან ღვიძლის, მაგრამ კერძი უგემრიელესი გამოვა. დაუმატეთ რაც შეიძლება მეტი მწვანილი და სუნელები საუცხოო შედეგის მისაღებად.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ქათმის კუჭები
  • 200 გრ არაჟანი
  • 2 ც ხახვი
  • 1 ც სტაფილო
  • 1 კონა ოხრახუში
  • 5 ს.კ. ზეთი
  • წყალი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. მოაცილეთ გარსი კუჭებს და კარგად გარეცხეთ.

2. დაჭერით ხახვი ნახევარრგოლებად, გახეხეთ სტაფილო.

3. მოთუშეთ ხახვი და სტაფილო ზეთში.

4. დაუმატეთ კუჭები, მარილი, პილპილი. შეწვით 8 წუთის განმავლობაში.

5. დაასხით წყალი ისე რომ კუჭები დაფაროს. დააფარეთ თავსახური და თუშეთ 20 წუთი. შემდეგ ახადეთ თავსახური და კიდევ 15 წუთი მოამზადეთ სანამ ზედმეტი სითხე არ აორთქლდება.

6. დაუმატეთ არაჟანი და კიდევ 30 წუთი მოთუშეთ.

7. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი, დააფარეთ თავსახური და დატოვეთ 10 წთ.

მიირთვით კერძი კარტოფილის პიურესთან, ბრინჯის ან მაკარონის გარნირთან. სოუსის გარეშეც კი უგემრიელესია. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!