ქათამი ლიმონის სოუსში

1311

რბილი ქათმის ხორცი პიკანტურ ტკბილ-მწარე სოუსში – ნამდილად გემრიელია. ეს კერძი ძალიან მოუხდება სადღესასწაულო მაგიდასაც.

თუ ტკბილი ანანასის და ფორთოხლის სოუსი არ მოგწონთ, მაშინ აუცილებლად დააგემოვენეთ ლიმონის სოუსი.

ინგრედიენტები

  • ქათმის ბარკალი 4 ცალი
  • პაპრიკა 2 ჩაის კოვზი
  • კარაქი 1 სუფრის კოვზი
  • ნიორი 2-3 კბილი
  • ქათმის ბლიონი 0,5 ჭიქა
  • ნაღები 0,5 ჭიქა
  • პარმეზანი 0,5 ჭიქა
  • ისპანახი 2 ჭიქა
  • ლიმონი 1 ცალი
  • ბექონდარა 1 ჩაის კოვზი
  • მარლი გემოვნებით
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით

მომზადება

1.ამ კერძის მოსამზადებლად დაგვჭირდება ღუმელის ტაფა. ქათმის ბარკლებს მოაყარეთ პაპრიკა, მარილი და წიწაკა. ფაელოდეთ 15 წუთი.

2.ტაფაზე დაბალ ცეცხლზე გაალღვეთ კარაქი. მასზე მოათვსეთ (კანით დაბლა) ბარკლბი. შეწვით თთოეული მხრიდან 2-3 წუთი.

3.გადმოიტანეთ ბარკლები ტაფიდან. იმავე კარაქში მოათვსეთ დაჭრილი ნიორი. შეუჩერელად ურიეთ და მოამზადეთ 1 წუთი. დაუმატეთ ქათმის ბულიონი, ცხიმიანი ნაღები და წვრილად გახეხილი პარმეზანი.

4.წამოადუღეთ ეს მასა და დაუმატეთ დაჭრილი ისპანახი. ადუღეთ სოუსის შესქელებამდე (დაახლოებით 5 წუთი).

5.მასას დაუმატეთ ლიმონის წვენი, ბექონდარა და ლიმონის წერქი გემოვნებით. ქათამი გადაიტანეთ ტაფაზე.

6.გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 25-30 წუთი. გარნირად შეგიძლიათ მოამზადოთ ბრინჯის ფაფა.

გემრიელად მიირთვით!