ფხვიერი და წვნიანი ბრინჯი ქათმით, ღუმელში

3883

ქათამი პირში ლღვება, ბრინჯი კი საოცრად ნაზია. საოჯახო ვახშმისთვის იდეალურია!

ინგრედიენტები

  • ქათმის ბარკალი 5 ცალი
  • ხახვი 1
  • სტაფიო 1
  • უმი ბრინჯი 2 ჭიქა
  • წყალი ან ბულიონი 5 სუფრის კოვზი
  • მცენარეული ზეთი
  • სანელებლები და მარილი

მომზადება

  1. კერძის მზადება დავიწყოთ ბრინჯისგან.
  2. მისი რაოდენობა ჭურჭლის ზომის მიხედვით უნდა გავთვალოთ.
  3. კარგად გარეცხეთ და დატოვეთ წყალში, ამასობაში მიხედეთ ბარკლებს.
  4. ხორცს მოაყარეთ მარილი, სანელებლები და კარგად შეაზილეთ.
  5. ბრინჯისთვის სანელებლები არ დამიმატებია, რადგან მე მეტად ნეიტრალური გემო მომწონს.
  6. ცხიმში შეწვით ქათამი.
  7. მაღალ ცეცხლზე მომზადების დამსახურებით ქათამმა შეინარჩუნა წვენი, რომელიც შემდეგ ბრინჯს მივეცი.
  8. იმავე ცხიმში, რომელშიც შევწვი ქათამი, მოვთუშე ხახვი და სტაფილო.
  9. დავუმატე უმი ბრინჯი და შევწვი რამდენიმე წუთი.
  10. ზემოდან დავადე ბარკლები და მოვასხი მარილიანი წყალი. წყალმა დაფარა ბრინჯი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!