ფუნთუშები მოხარშული შედედებული რძით: გემრიელი და ჰაეროვანი

1425

ფუნთუშები გამოდის საოცრად გემრიელი.

ცომი რბილი და ჰაეროვანია.

რეცეპტი ისეთი მარტივია, გამოუცდელი დიასახლისც გაართმევს თავს.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 400გ
  • მშრალი საფუარი 1,5 ჩაის კოვზი
  • რძე 100მლ
  • შაქარი 100გ
  • კეფირი 180მლ
  • კარაქი 70გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • ვანილი – დანის წვერზე
  • შიგთავსი- მოხარშული შედედებული რძე

მომზადება

  1. თბილ რძეს დაუმატეთ სუფრის კოვზი ფქვილი, საფუარი და ერთი კოვზი შაქარი.
  2. მოურიეთ და დაელოდეთ 15 წუთი.
  3. ღრმა ჯამში ჩატეხეთ კვერცხი. დაუმატეთ მარილი, შაქარი და ვანილი.
  4. მოურიეთ, დაუმატეთ საფუარის მასა (თბილი) და ისევ მოურიეთ.
  5. დაუმატეთ ნახევარი ფქვილი და გამღვალი კარაქი.
  6. შემდეგ დარჩენილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  7. მზა ცომს გადააფარეთ და თბილ ადგილას მოათავსეთ 1 საათი.
  8. ცომი კარგად უნდა ამოფუბდეს.
  9. ცომი გაყავით 12 ნაწილად.
  10. დააბურთავეთ და გადააფარეთ.

11.თითოეული ბურთულა გააბრტყელეთ ოვალურად (სისქე 3-4მმ).

12.ცომის ოვალური ნაწილი ერთი მხრიდან, რამდენიმე ადგილას ჩაჭერით.

13.მეორე მხარეს მოათვსეთ შიგთავსი, დაახლოებით 2 ჩაის კოვზი.

14.კარგად დააფიქსირეთ კუთხეები და დაამრგვალეთ.

15.რულეტს მიეცით ოვალის ფორმა და გადაბმები კარგად დააფიქსირეთ.

16.ფუნთუშები გადაიტანეთ პერგამენტიან ფორმაზე.

17.გადააფარეთ და დაელოდეთ 20 წუთი. შემდეგ წაუსვით კვერცხის გული.

18.გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 15-20 წუთი.

19.გაგრილებულ ფუნთუშებს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!