ფენოვანი საბურანი ყველით

თუ ყველი და მისგან დამზადებული კერძები გიყვართ, ეს ყველის ღვეზელის რეცეპტი სწორედ თქვენთვის არის. ნაზი, თხელი ცომი და წვნიანი ყველის გულსართი – ამ იდეალური ყველის ღვეზელის ფორმულა გახლავთ!

ეს ტრადიციული ოსური კერძი საბურანი გახლავთ.

ინგრედიენტები

  • 100 მილიგრამი წყალი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 500 გრამი ფქვილი
  • 400 გრამი სულგუნი
  • 300 გრამი მაგარი ყველი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი

1. დავიწყოთ ცომის მომზადებით. მაგიდაზე ფქვილი დაყარეთ, ცენტრში პატარა ჩაღრმავება გაუკეთეთ და წყალი ჩაასხით, დაუმატეთ 2 კვერცხი, მარილი და ზეითუნის ზეთი. მოზილეთ ცომი და 30 წუთით დატოვეთ. ახლა ეს ცომი 5 ნაწილად დაყავით, ისე რომ 4 მათგანი ერთნაირი ზომის იყოს, მეხუთე კი მათზე დიდი. ცომის ყოველი ნაწილი თხლად გააბრტყელეთ.

2. წყალი აადუღეთ ქვაბში და მასში ცომის ფირფიტა მოათავსეთ, (წყალი ოდნავ უნდა დუღდეს) ამოიღეთ ცომი და ცივი წყლით სავსე ჭურჭელში გადაიტანეთ, გააჩერეთ 30 წამი და ამოიღეთ, გააშრეთ ხელსახოცზე.

3. სანამ ცომი შრება, მსხვილ სახეხზე მაგარი ყველი და სულგუნი გახეხეთ, კარგად გადაურიეთ.

4. ახლა კი დავიწყოთ ღვეზელის მომზადება. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, დაადევით ყველაზე დიდი ზომის ფირფიტა, ის ფორმაში ისე მოათავსეთ, რომ კიდეები ფორმაზე იყოს გადაფენილი. მასზე გულსართის მეოთხედი მოათავსეთ და გახეხილი კარაქი მოაყარეთ, იგივე გაიმეორეთ მეორე და მესამე ფენაზეც. ბოლო მეოთხე ფენა გადააფარეთ ღვეზელს და გვერდები მოუკარით. შეგიძლიათ კიდეები კბილის ჩხირებით გაუმაგროთ. ღვეზელს ათქვეფილი კვერცხის გული გადაუსვით.

5. ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ და ღვეზელი მასში 30-40 წუთი აცხვეთ. ღვეზელი კარგად უნდა შეწითლდეს. ახლა კი ღვეზელი მზად არის, სღა დაგვრჩენია კბილის ჩხირები ამოვაძროთ და დავჭრათ.

ღვეზელი ცხელი უნდა მიირთვათ.