ფაფუკი ყველის ბლინები: გემრიელი ფირფიტები მარტივად და ძალიან სწრაფად

2435

ეს საოცარი ფირფიტები ძალიან მარტივად მზადდება.

ეს რეცეპტი ძალიან მოგეწონებათ.

მითითებული ინგრედიენტებიდან, თქვენ მიიღებთ 8 დაუვიწყარ ფირფიტას.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 250გ
  • ყველი 150გ + 50გ მოსაყრელად
  • კვერცხი 2 ცალი
  • კეფირი 500მლ
  • გამაფხვიერებელი 1,5 ჩაის კოვზი
  • მწვანლი
  • მცენარეული ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • მარილი გემოვნებით
  • კარაქი შესაწვავად

მომზადება

1.ჯამში ჩატეხეთ კვერცხი, დაუმატეთ მარილი და ათქვიფეთ.

2.ჩაასხით კეფირი (აუცილებლად უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის)

3.გახეხეთ ყველი და დაუმატეთ მთავარ მასას.

4.ყველაფერს კარგად მოურიეთ.

5.შეგიძლიათ ყველის ნაცვლად გამოიყენოთ ხაჭოც.

6.დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი.

7.კარგად მოურიეთ და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი (მე ვიყენებ ოხრახუშს და მწვანე ხახვს).

8.ჩაასხით მცენარეული ზეთი და მოზილეთ ცომი. უნდა გამოგივიდეთ არაჟნისებური კონსესტენციის მქონე ცომი.

9.ცომი დაასვენეთ 5 წუთი.

10.გაცხელებული ტაფა დაამუშავეთ ზეთით ან კარაქით.

11.დაასხით ცომი და მოასწორეთ.

12.ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი.

13.შეწვით თავდახურული საშუალო ცეცხლზე 2-3 წუთი.

14.შემდეგ გადმოაბრუნეთ და შეწვით თავსაფრის გარეშე 1,5-2 წუთი.

გემრიელად მიირთვით!