ფაფუკი ფუნთუშები, რომლის რეცეპტიც ბებიისგან მერგო

1382

სახლში მომზადებულ ცხობილას ვერასოდეს ვერ აჯობებს ნაყიდი. საკუთარი ხელით შექმნილი ჩემი ოჯახის წევრებისთვის განსაკუთრებულად ძვირფასია.

ნაღების პური, რომლის მომზადებასაც მე დღეს გასწავლით ძალიან გემრიელი და მადისაღმძვრელი გამოიდის.

ნაღების პურისთვისჩვენ დაგვჭირდება ძალიან მარტივი ინგრედიენტები.

ინგრედიენტები

  • 300გ ხორბლის ფქვილი (უმაღლესი ხარისხის)
  • 140მლ რძე
  • 1 კვერცხი ცომისთვის + 1 წასასმელად
  • 60-70გ კარაქი
  • 30გ შაქარი
  • 1 ჩაის კოვზისაფუარი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი

მომზადება

1.ფქვილს დაუმატეთ შაქარი, მარილი, რძე , საფუარიდა კვერცხი. მოზილეთ ცომი.

2.როცა ცომი ფორმირდება, დაიმატეთ 30გ კარაქი და ისევ დაამუშავეთ. დაამრგვალეთ ცომი. ცომს დააფარეთ ხელსახოცი და ოთხაის ტემპერატურაზე დატოვეთ 60 წუთი.

3.ამოფუებული ცომი გადაიტანეთ სწორ ზედაპირზე. გააბრტყელეთ და მიეცით კვადრატის ფორმა.

4.აიღეთ დარჩენილი30-40გ რბილი კარაქი და წაუსვით ცომს.

5.გადაკეცეთ ცომი და ოდნავ გააბრტყელეთ.

6.ცომი დაჭერით 6 წვრილ ნაწილად.

7.აიღეთ ერთი ნაწილი და ქაოტურად დაახვიეთ. ფორმაზე არ ინერვიულოთ, ცხობისას ფუნთუშები მადისაღმძვრელ ფორმას მიიღებენ.

8.დააფარეთ პირსახოცი დაოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ 60 წუთი.

9.1 კვერცხს დაუმატეთ სუფრისკოვზი რძე და მიღებული მასა წაუსვით ფუნთუშებს. გამოაცხეთ 170 გრადუსზე17-20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

ყურადღება აუცილებლად გაამახვილეთ საფუარზე. საქმე იმაშია, რომმშრალი საფუარი არსებობს რამდენიმე სახის. ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება მშრალი, სწრაფად მოქმედი საფუარი. ამ სახის საფუართან შეგიძლიათ იმუშაოთ პირდაპირ. ის არ საჭიროებს გააქტიურებას.

მზა ფუნთუშების არომატი მთელს სახლში იგრძნობა. იმედი მაქვს მოგეწონებათ.