კეფირის ღვეზელის მირთმევაც და მომზადებაც სასიამოვნოა: ცომი ფაფუკი გამოდის, სწრაფად იზილება, მასთან მუშაობა ადვილია. ამიტომაც, უამრავი დიასახლისი ხშირად ანებივრებს ოჯახის წევრებს პურის შესანიშნავი ალტერნატივით – კეფირის ღვეზელით შიგთავსით.
„გასტრონომია“ მოგითხრობთ, როგორ მოამზადოთ გემრიელი, დამრაწული ღვეზელები, რომლის გემოც ბავშვობიდან გახსოვთ.
ინგრედიენტები
- 500 მლ კეფირი
- 600 გრ ფქვილი
- 50 გრ კარაქი
- 5 ს.კ. ზეთი
- 500 გრ კარტოფილი
- 1 კვერცხი
- 1 ჩ.კ. სოდა
- მარილი, კამა გემოვნებით
მომზადება
1. მოხარშეთ გათლილი კარტოფილი ოდნავ მარილიან წყალში, მოამზადეთ პიურე, დაუმატეთ კამა. შეგიძლიათ დაუმატოთ მოთუშლი ხახვიც.
2. შეურიეთ კეფირი, სოდა, კვერცხი და 2 ს.კ. ზეთი. დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი. მოაყარეთ ფქვილი, შეახვიეთ პირსახოცში და დადგით 10 წუთით.
3. დაყავით ცომი 8-9 ნაწილად, გააბრტყელეთ, მოათავსეთ პიურე, მოუჭირეთ ცომს. დატოვეთ 2-3 წუთით.
4. გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეთი და გამოაცხვეთ ღვეზელი ორივე მხრიდან.
5. ცხელ ღვეზელს წაუსვით კარაქი, დატოვეთ 10 წუთით. მზადაა!
კეფირის ღვეზელს ძალიან უხდება არაჟანი და მწვანილი. შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერ პირველ კერძან, მაგალითად ბორშთან. შიგთავსი შეგიძილათ ჩაანაცვლოთ სოკოთი, ლორით, მოხარშული კვერცხით ან ისპანახით. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!