ფაფუკი ვაშლის ფუნთუშების მთა სულ რაღაც 25 წუთში

12011

ფაფუკი ვაშლის ფუნთუშების 25 წუთში გამოცხობა ძალიან ადვილია! დიახ, დიახ, შეგიძლიათ თავი ასიამოვნოთ საუზმეზე ამ შესანიშნავი ცომეულით არამხოლოდ შვებულების დროს. „გასტრონომიას“ რედაქცია გთავაზობთ უსაფუარო ფუნთუშების რეცეპტს, რომელსაც ძალიან სწრაფად მოამზადებთ!

მაშ ასე, გთავაზობთ გამოაცხოთ უჩვეულო ფუნთუშები შიგთავსით, რომელსაც ნაწარმის შუაში კი არ მოათავსებთ: ვაშლის კუბები უბრალოდ ცომში ერევა. საოცრად გემრიელი რამ გამოდის!

ინგრედიენტები

  • 4 ც ვაშლი
  • 500 გრ ფქვილი
  • 120 გრ შაქარი
  • 4 კვერცხი
  • 200 გ კარაქი
  • 1 შეკვრა ვანილინი
  • 1 შეკვრა გამაფხვიერებელი

მომზადება

  1. ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ მდნარი კარაქი, შემდეგ შაქარი და ვანილის შაქარი.
  2. მცირე ულუფებით დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, შემდეგ დაუმატეთ ცომს კუბებად დაჭრილი ვაშლი.
  3. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი და კოვზით მოათავსეთ ცომი. დაშორება 5 სმ უნდა იყოს.
  4. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში.

გილოცავთ, უგემრიელესი დაბრაწული ფუნთუშები მზადაა! შეგიძლიათ მაოყაროთ შაქრის პუდრი. ასეთ ფუნთუშებს ქლიავი, გარგარი და ხილის ჩირიც ძალიან უხდება. შედეგი მუდამ აღგაფრთოვანებთ. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!