Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ გემრიელი ხორცის რულეტის რეცეპტს. სავახშმოდ საინტერესო და წვნიანი კერძია, რომელიც თქვენ და თქვენს ოჯახის წევრებს შეუყვარდებათ.
ინგრედიენტები:
- 500 გრ ფარში
- 1 ხახვი
- 3 კვერცხი
- 200 გრ ყველი
- 150 მლ რძე
- 200 გრ ფქვილი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
1. ფარშს წვრილ სახეხზე გახეხილი ხახვი დაუმატეთ და აურიეთ.
2. კვერცხი, მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ.
3. კარგად აურიეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ.
4. პერგამენტის ქაღალდზე ფარში გააბრტყელეთ, ზემოდან მსხვილ სახეხზე გახეხილი ყველი მოაყარეთ.
5. რულეტი დაახვიეთ.
6. რულეტი პერგამენტის ქაღალდში გაახვიეთ და 3 საათით საყინულეში შეინახეთ.
7. თხელი ცომისთვის 2 კვერცხი, რძე და ფქვილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
8. რულეტი ულუფებად დაჭერით და თხელ ცომში ამოავლეთ.
9. თითოეული ნაჭერი ორივე მხრიდან რამდენიმე წუთით შეწვით.
10. გემრიელად მიირთვით!