ფარშის კალათები კრემ-ყველით

569

ამ კერძის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ფარში. ქათმის, ინდაურის, საქონლის, ღორის და ასე შემდეგ… კერძი გამოდის საოცრად გემრიელი და ნაზი.

ინგრედიენტები

  • ღორის ფარში 500გ
  • ხახვი 1 ცალი
  • რძე 100მლ
  • პური 70გ
  • არაჟანი 200გ
  • ყველი 150გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • კამა
  • მარილი
  • წიწაკა

მომზადება

1.დაჭერით ხახვი და დაუმატეთ ფარშს.

2.დაალბეთ პური რძეში და დაუმატეთ ფარშს. კარგად მოურიეთ, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

3.ფარშს მიეცით კალათის ფორმა, დაალაგეთ ფორმაზე.

4.გახეხეთ ყველი და მოხარშული კვერცხი, არაჟანი და კამა.

5.ამოავსეთ კალათები შიგთავსით და გამოაცხეთ 35-45 წუთი 200 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!