ფარშირებული ყაბაყი – ზაფხულის მშვენება

579

ყაბაყმა უკვე დიდიხანია თავი შემაყვარა. განსაკუთრებით მიყვარს მისი არომატი. მართლაც, რომ უნივერსალური პროდუქტია, რომელიც ყველაფერს უხდება. ყაბაყი შეგიძლიათ შეწვათ, გამოაცხოთ, მოამზადოთ მისგან ტორტი ან ხიზილალა.

ინგრედიენტები

  • 8 ყაბაყი
  • 3 თავი ხახვი
  • 3 სტაფილო
  • 30გ კარაქი
  • 50გ კამა
  • 1 ჭიქა მოხარშული ბრინჯი
  • 200გ მდნარი ყველი
  • მწარე წიწაკა, დაფქული წიწაკა, დაფნა, სანელებლები

მომზადება

1.მოხარშეთ ბრინჯი მარილიან წყალში. შეგიძლიათ უბრალო ბრინჯის ფაფითაც დააფარშიროთ. ასევე შეგიძლიათ ბრინჯის ნაცვლად კვერცხი გამოიყენოთ.

2.დაჭერით ხახვი, გახეხეთ სტაფილო. მოთუშეთ ბოსტნეული ტაფაზე ზეთში. მოაყარეთ წიწაკა.

3.წვრილ კუბიკებად დაჭერით მდნარი ყველი. დაუმატეთ მოთუშულ მასას და მოურიეთ. დაუმატეთ მოხარშული ბრინჯი და კარაქი. კარგად მოურიეთ.

4.დააქუცმაცეთ მწვანილი და წითელი მწარე წიწაკა. დაუმატეთ თქვენთვის სასურველი სანელებლები. მიღებული მასა კი მოაყარეთ ბრინჯის გულსართს.

5.დაჭერით ყაბაყი “მორების ფორმაზე”. ამოჭერით გული.

6.ამოჭრილი ყაბაყის გული დააქუცმაცეთ და ბრინჯის გულსართს დაუმატეთ. ამოავსეთ ყაბაყი  და მოათავსეთ მულტისახარშ ქვაბში, ჩაასხით 50-100მლ წყალი და 25 წუთი გამოაცხვეთ.

გემრიელად მიირთვით!