დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია ღუმელში გამომცხვარ გემრიელ კარტოფილს მოგიმზადებთ. ძალიან მარტივად მზადდება და გემრიელი გამოდის. ამ რეცეპტის გამოყენებას გირჩევთ.
ინგრედიენტები:
- 100 მლ ( ან 6 ს/კ + 2 ჩ/კ) მცენარეული ზეთი
- 7-8 მსხვილი კარტოფილი
- 100 გრ ხმელი ყველი
- 200 გრ ბეკონი
- 100 გრ პომიდვრის პასტა
- მარილი, შავი წიწაკა – გემოვნებით
- 1 კონა ოხრახუში
მომზადების წესი:
- საცხობი ფორმის ძირს და გვერდებს მცენარეული ზეთი წაუსვით.
- კარტოფილი გათალეთ და მასში 5 მმ სიგანის ღრმა ჩანაჭრები გააკეთეთ.
- მზა კარტოფილი ფორმაში ჩააწყვეთ.
- კარტოფილის ღრმა ჩანაჭრებს და ზედა ნაწილებს მცენარეული ზეთი წაუსვით. ჩანაჭრებს შიგნით აუცილებლად წაუსვით, რომ ერთმანეთს არ მიეკრას.
- კარტოფილს ზეთი ზემოდან კიდევ ერთხელ წაუსვით და ჩანაჭრები ოდნავ გახსენით.
- მარილი და წიწაკა მოაყარეთ.
- 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთით აცხვეთ.
- კარტოფილი ღუმელიდან გამოიღეთ, თითოეულ ჩანაჭერში ბეკონის ნაჭრები ჩადეთ.
- ახლა კარტოფილს პომიდვრის პასტა წაუსვით ან უბრალოდ პომიდვრის სოუსი მოასხით. ამის შემდეგ გახეხილი ხმელი ყველი მოაყარეთ.
- კვლავ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში მოათავსეთ, მაგრამ მხოლოდ 10 წუთით აცხვეთ.
- კარტოფილი ღუმელიდან გამოიღეთ და ზემოდან მწვანილი მოაყარეთ.
- კერძი მზადაა და შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ!
- გემრიელად მიირთვით!