დესერტი ბევრს უყვარს, ტკბილეულობის მოყვარულების რაოდენობა კი მართლაც უზარმაზარია. სამწუხაროდ, კერძების ეს სახეობა იშვიათად არის სასარგებლო და წონაში მომატებასაც უწყობს ხელს.
დღეს „გასტრონომიას“ რედაქციამ ნამდვილი საოცრება მოამზადა თქვენთვის – დაბალკალორიული ხაჭოსა და ბანანის დესერტი, რომლის 100 გრამში მხოლოდ 85 კკალ შედის. აბა, შევუდგეთ მომზადებას!
ინგრედიენტები
- 3 ც ბანანი
- 150 მლ კეფირი
- 250 გრ ხაჭო
მომზადება
1. გაფცქვენით ბანანი და დაჭერით რგოლებად.
2. ხაჭო და კეფირი შეურიეთ და დაჭყლიტეთ ჩანგლით.
3. ყველა ინგრედიენტი ათქვიფეთ ბლენდერით ერთგვარი მასის მიღებამდე.
4. მზა დესერტი მოათავსეთ ჭიქებში, მოაყარეთ კაკაო, დაჭრილი თხილი ან გახეხილი შოკოლადი. შეგიძლიათ ფენა-ფენაც მოათავსოთ.
სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ ქიშმიში ან გარგრის ჩირი, რომელიც დესერტის გემოს გაამდიდრებს. გაახარეთ ბავშვები ამ დესერტით, გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!