დიასახლისების და ოჯახის წევრების საყვარელი ცომი გახლავთ ბისკვიტი. რა თქმა უნდა, ბისკვიტი კარგი რომ გამოვიდეს, გამოცდილებაა საჭირო, მაგრამ შედეგად მას თითქმის ნებისმიერი შიგთავსი უხდება. ყოველ დიასახლისს ბისკვიტის თავისი საფირმო რეცეპტი აქვს, რომელსაც სადღესასწაულოდ ამზადებს.
გთავაზობთ მოამზადოთ რაღაც ორიგინალური ჩვეულებრივი ცომისგან. რულეტი “ურაგანი” – ლამაზი და გემრიელი დესერტია, რომელიც ჩვეულებრივ დღესაც შესანიშნავია ოჯახური ვახშმის ბოლოს. რეცეპტი კი იმდენად მარტივია, რომ მას ბავშვიც გაუმკლავდება.
ინგრედიენტები
- 4 კვერცხი
- 70 გრ შაქარი
- 60 მლ რძე
- 45 მლ ზეთი
- 1,5 ს.კ. კაკაო
- 1,5 ს.კ. წყალი
- 75 გრ ფქვილი
- 10 გრ ვანილინი
- 10 გრ მარილი
მომზადება
1. გააცხელეთ ზეთი, დაამატეთ ფქვილი, შემდეგ რძე, ნახევარი შაქარი, კვერცხის გული, ცოტაოდენი ვანილინი და ათქვიფეთ მიქსერით.
2. ცილაში დაამატეთ ცოტაოდენი მარილი და ათქვიფეთ მიქსერით. შემდეგ დარჩენილი შაქარი დაუმატეთ. შეურიეთ ორივე მასა ერთმანეთს.
3. გაყავით მიღებული მასა ორ ნაწილად. ერთ ნაწილში დაამატეთ წყალში გახსნილი კაკაო.
4. დააფინეთ პერგამენტი საცხობ ფორმაზე. დაასხით ჯერ ცომი კაკაოს გარეშე, მერე კაკაოთი. ცომის ზედაპირს მოუსვით კოვზი და ჩანგალი, შექმენით ნახაზები.
5. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით.
6. ჯერ კიდევ თბილი რულეტი პერგამენტიანად დაახვიეთ რულეტად და გააცივეთ.
7. გახსენით რულეტი და წაუსვით ჯემი, ხაჭოსა და შაქრის ნაზავი ან ხაჭოს კრემი.
8. კვლავ დაახვიეთ რულეტი და შედგით მაცივარში 1 საათით. შემდეგ დაჭერით ულუფებად და მიირთვით ჩაისთან ან ყავასთან.
ფერადი რულეტის მისაღებად შეგიძლიათ ცომში დაამატოთ საკვების საღებავი. შიგთავსის სახით კი გამოიყენოთ ნებისმიერი საყვარელი კრემი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!