იაპონია ჩემი საყვარელი ქვეყანაა, უბრალოდ ვგიჟდები მათ კულტურაზე და განსაკუთრებით სამზარეულოზე. უდონი ქათმით და ბოსტნეულით აუცლებლად უნდა დააგემოვნოთ.
ინგრედიენტები
- ლაფშა 200გ
- წყალი 1,5ლ
- ქათმის ფილე 250გ
- ბულგარული წიწაკა 1 ცალი
- სტაფილო 1 ცალი
- ყაბაყი 1 ცალი
- სოიოს სოუსი 3 სუფრის კოვზი
- სიმითის მარცვლები 20გ
- მარილი 1 ჩაის კოვზი
- მზესუმზირის ზეთი 40მლ
- მწვანე ხახვი
მომზადება
1.პირველ რიგში მოამზადეთ პროდუქტები. გარეცხეთ ფილე და გააშრეთ. დაჭერით წვრილად.
2.გაასუფთავეთ ბოსტნეული და გარეცხეთ. სტაფილო და ყაბაყი დაჭერით წვრილად. წიწაკა კი გრძლად.
3.მოხარშეთ ლაფშა მარილიან წყალში 5 წუთი. მოურიეთ, რათა ლაფშა არ მიეკროს ერთმანეთს. გადაასხით ცხელი წყალი და უდონი გარეცხეთ ცივით.
4.ტაფაზე კარაქში შეწვით ქათამი. 2-3 წუთის შემდეგ დაუმატეთ ბოსტნეული. მოამზადეთ 5-7 წუთი.
5.ტაფაზე გადაიტანეთ ლაფშა და მოასხით სოიოს ზეთი. მოამზადეთ 3-4 წუთი. მზა კერძი გადაანაწილეთ თეფზშებზე.
გემრიელად მიირთვით!