ამ კერძსითვის უმჯობესია ინგრედიენტები შეარჩიოთ თქვენი გემოვნებით. მაგალითად ხორცი: შეგიძლიათ შეურიოთ საქონლის და ღორის, ასევე ქათმის და ინდაურის ფილე. ბრინჯის ჩანაცვლება შეგიძლიათ ბულგურით. პომიდვრის პასტის ნაცვლად კი ცოცხალი დაჭრილი პომიდორი.
ინგრედიენტები ხორცის ბურთებისთვის
- 700გ ხორცი
- 1 კვერცხი
- 1 ხახვი
- 0,5 ჭიქა ბრინჯი
- მარილი, წიწაკა
- მწვანილი
ინგრედიენტები კომბოსტოსთვის
- კომბოსტო 2კგ
- 1 სტაფილო
- 1-2 ხახვი
- 1 ბულგარული წიწაკა
- 1 სუფრის კოვზი პომიდვრის პასტა
- 0,5 – 1 ჩაის კოვზი ტკბილი პაპრიკა
- მარილი და წიწაკა
მომზადება
1.ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპში.
2.ფარშში ჩატეხეთ კვერცხი. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და კარგად მოურიეთ.
3.დაუმატეთ მოხარშული ბრინჯი, დაქუცმაცებული ხახვი და მწვანილი. მიეცით ბურთულების ფორმა. შეინახეთ საყინულეში.
4.დააქუცმაცეთ კომბოსტო,სტაფილო გახეხეთ, დაჭერით წიწაკა და ხახვი. შეაერთეთ ბოსტნეული, დაუმატეთ პომიდვრის პასტა, პაპრიკა, მარილი და წიწაკა. მოურიეთ ხელით.
5.მზა კომბოსტო მოათავსეთ გამოსაცხობ ცელოფანში.
6.კომბოსტოს ზემოდან გადაანაწილეთ გაყინული ხორცის ბურთულები. გამოაცხეთ 200 გრადუსზე 1 საათი.
7.მომზადებამდე 10 წუთით ადრე, გახლიჩეთ პარკი – კერძმა უნდა შეიწოვოს წვენი.
გემრიელად მიირთვით!