უგემრიელესი ფუნთუშა საფუარიანი ცომით – მარმელადი და ნიგოზი ძალიან უხდება

643

საფუარიანი ცომისგან მომზადებული ცხობილები ყოველთვის ფაფუკი გამოდის. საფუარიანი ფუნთუშა მარმელადით – ეს ნამდვილი საოცრებაა!

ინგრედიენტები

  • 250გ ფქვილი
  • 150მლ რძე
  • 1 კვერცხი
  • 1 კვერცხის გული
  • 0,5 ჩაის კოვზი საფუარი
  • 50გ შაქარი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 60გკარაქი
  • 400გ მარმელადი
  • ნიგოზი

მინანქრისთვის

  • 100გ შაქრის ფხვნილი
  • 30მლ ლიმონის წვენი

მომზადება

1.ჯამში ჩაასხით თბილი რძე.

2.დაუმატეთ კვერცხი, შაქარი, მარილი და გამღვალი კარაქი.

3.მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და საფუარი.

4.მოზილეთ ელასტიური ცომი.

5.გადაფუთეთ პაკეტში და დატოვეთ თბილ ადგილას 1,5 საათი.

6.გააბრტყელეთ და გაყავით 2 ნაწილად.

7.მოაყარეთ დაჭრილი მარმელადი და ნიგოზი.

8.გდაახვიეთ რულეტისებურად და დააფიქსირეთ კუთხეები.

9.ორივე რულეტი ერთმანეთში სპირალურად გადაახვიეთ.

10.საცხობი ფორმა დაამუშავეთ ცხიმით და მოათავსეთ ცომი.

11.დააფარეთ ხელსახოცი და დაასვენეთ ცომი ფორმაში 1 საათი.

12.კვერცხის გული გადაურიეთ რძეს და მიღებული წაუსვით ფუნთუშას.

13.გამოაცხეთ 30-50 წუთი 180 გრადუსზე.

14.სანამ ფუნთუშა ცხვება, მოვამზადოთ მინანქარი. ამისათვის ლიმონის წვენს დაუმატეთ შაქრის ფხვნილი და მოურიეთ.

15.მოასხით ფუნთუშას მინანქარი.

16.უგემრიელესი ფუნთუშა მზად არის!

გემრიელად მიირთვით!