უგემრიელესი სუპი ორაგულისგან

951

ტრადიციული ფინურ სუპს ორაგულისგან “ლოხიკეტოს” ეძახიან. ეს ნაღების სუპი წითელი თევზით ძალიან გემრიელია.

30 წუთში ასეთი გემრიელობა მზად იქნება, ინგრედიენტები გათვლილია 6 ულუფაზე. ერთ თეფზე 630 კალორია იქნება, ამიტომაც ამ კერძს დიეტურს ვერ დავარქმევთ.

ინგრედიენტები

  • ორაგული 600გ
  • კარტოფილი 600გ
  • პომიდორი 2 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • ნაღბი 500მლ
  • დაფნის ფოთოლი 3 ცალი
  • წყალი 1,5ლ
  • ზეითუნის ზეთი 3 სუფრის კოვზი
  • კარაქი 1 სუფრის კოვზი
  • ოხრახუში
  • შავი დაფული წიწაკა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • სტაფილო 1 ცალი

მომზადება

1.გახეხეთ სტაფილო და დაჭერით ხახვი. შეწვით ტაფაზე 3 სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთში.

2.როცა ხახვი გამჭირვალე გახდება, დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი პომიდორი და კარგად მოურიეთ.

3.ქვაბში ჩაასხით 1,5ლ სუფთა გაფილტრული წყალი. გაასუფთავეთ კარტოფილი და წვრილად დაჭერით. კარტოფილი ჩაყარეთ ქვაბში და მოაყარეთ მარილი.

4.სუპი მოხარშეთ 15 წუთი, დაუმატეთ საშუალო ნაჭრებად დაჭრილი თევზი. მოურიეთ სუპი და დაუმატეთ მწვანილი.

5.დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და ცხიმიანი ნაღები, მოხარშეთ სუპი კიდევ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე.

გემრიელად მიირთვით!