უგემრიელესი თევზი

1139

თუ თქვენ მოგბეზრდათ შემწვარი თევზი, თამამად გამოაცხეთ ღუმელში. უამრავი რეცეპტი არსებობს მის მოსამზადებლად. თევზს ძალიან უხდება ბოსტნეული.

თევზი და ბოსტნეული სრულიად საკმარისია საოცარი კერძის შესაქმნელად. ინგრედიენტები გათვლილია 4 ულუფაზე.

ინგრედიენტები

  • ბულგარული წიწაკა 300გ
  • წითელი ხახვი 200გ
  • პომიდორი 250გ
  • ზეთის ხილი 50გ
  • პომიდორი საკუთარ წვენში 340გ
  • ლობიო 400გ
  • ვირთევზა 600გ
  • ბაზილიკი 20გ
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.მთელი ღამით ჩაალბეთ ლობიო და მოხარშეთ. შეგიძლიათ აიღოთ დაკონსერვებული ლობიო.

2.დაჭერით წითელი ხახვი და წიწაკა.

3.შუაზე გაჭერით პომიდორი ჩერრი და გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსზე.

4.გამოსაცხობ ფორმაში მოათავსეთ წიწაკა, ხახვი, პომიდორი და ზეთისხილი. გამოაცხეთ 10-15 წუთი.

5.გამომცხვარ ბოსტნეულს დაუმატეთ ლობიო, დაკონსერვებული პომიდორი. სალათში გააკეთეთ 4 ჩაღრმავებული ადგილი. ამ ადგილებში მოათავსეთ თევზის ფილე და მოაყარეთ წიწაკა.

6.გამოაცხეთ 15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!