უგემრიელესი თათარბერაკი – მესხური კერძის, მარტივი და სწრაფი რეცეპტი

5205

ეს გემრიელი კერძი შეგვიძლია მოვამზადოთ ხინკლისგან მორჩენილი ცომით. მისი მომზადება ძალიან მარტივია: ცივი წყლით, მწიკვი მარილითა და ფქვილით უნდა მოვზილოთ მაგარი, ელასტიკური ცომი.

ინგრედიენტები:

  • 500-600 გ ცომი
  • 5 თავი ხახვი
  •  კარაქი ან ერბო – მოსაშუშად
  • 1 ქილა მაწონი
  • 4-5 კბილი ნიორი

მომზადების წესი:

  1. ცომი თხლად გავაბრტყელოთ და პატარა კვადრატებად დავჭრათ.
  2. ქვაბში ავადუღოთ წყალი, დავუმატოთ მარილი და როცა ადუღდება, ჩავყაროთ დაჭრილი ცომი. ქვაბს სახურავი სანახევროდ დავახუროთ და საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ მომზადებამდე, შემდეგ გადავწუროთ.
  3. პარალელურად ხახვი ალყა-ალყა დავჭრათ და კარაქში ან ერბოში მოვშუშოთ, დავუმატოთ მწიკვი მარილი.
  4. მაწონს შევურიოთ დანაყილი ნიორი.
  5. ატრია ამოვიღოთ თეფშზე, მოვაყაროთ მოშუშული ხახვი და მოვასხათ ნივრიანი მაწონი.

აი, ასე მინიმალურ დროში შეგიძლიათ ძალიან გემრიელი კერძის მომზადება. გემრიელად მიირთვით!