უგემრიელესი ბისკვიტი, რომელიც ძალიან სწრაფად მზადდება

1919

ახლანდელი დიასახლისები წარმოუდგენელია თანამედროვე “გაჯეტების” არსენალის გარეშე და პურის საცხობი აპარატიც გამონაკლისი არ არის. ეს გახლავთ ნამდვილი აღმოჩენა მათთვის, ვისაც ცომთან წვალება არ მოსწონს. დღევანდელი რეცეპტი სწორედ ის შემთხვევააო, როცა ცხობას დიდი ძალისხმევა და სამზარეულოში დიდ ხანს ტრიალი არ სჭირდება.

ინგრედიენტები

  • 100 გრ მარგარინი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჭ შაქარი
  • 100 მლ კეფირი ან იოგურტი
  • 1 ჩ.კ. ძმარში გახსნილი სოდა
  • 1 შეკვრა ვანილის შაქარი
  • ქიშმიში გემოვნებით

მომზადება

1. მოათავსეთ პურის საცხობ აპარატში ყველა ინგრედიენტი გარდა ქიშმიშისა.

2. ჩართეთ “კექსის” რეჟიმზე, აპარატი თავად მოზელს ცომს და დასრულების სიგნალის მიცემის შემდეგ შეგიძლიათ დაუმატოთ ქიშმიში.

3. რეცეპტის უნივერსალურობა იმაშია, რომ შეგიძლიათ ნებისმიერი შიგთავსი გამოიყენოთ, კექსი სრულყოფილი გამოვა ნებისმიერ შემთხვევაში.

4. მას მერე, რაც კომპონენტები მზადაა, შეგიძლიათ თქვენს საქმეს მიხედოთ, პურის საცხობი აპარატი თავად შეასრულებს დაკისრებულ მისიას. სამუშაოს დასრულების შემდეგ აპარატი კვლავ სიგნალს გამოსცემს – კექსი მზადაა.

5. ვინაიდან ცომი მარგარინს შეიცავს, ის კარგად ამოფუვდება. შეგიძლიათ დესერტი მორთოთ შაქრის პუდრით ან კაკაოთი.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!