ასე ამზადებენ მესხეთში ტრადიციულ ხაჭაპურს ნახევრად ფენოვანი ცომით. ასე გემრიელი ჯერ არ გამომსვლია

2946

მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ, რომ ხაჭაპური – ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი სიამაყე და ღირსშესანიშნაობაა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ხაჭაპურს სხვადასხვაგვარად ამზადებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მინდა ყურადღება გავამახვილოთ ხაჭაპურზე ნახევრად ფენოვანი ცომით, რომელიც ტრადიციული მესხური კერძია. ნამდვილ მესხურ ხაჭაპურს, ნახევრად ფენოვანი ცომით, მხოლოდ მესხეთში თუ დააგემოვნებთ, რადგან აქ თავისი საქმის ძალიან ბევრი პროფესიონალია.

ახლა კი გადავინაცვლოთ ჩემს სამზარეულოში და ერთად მოვამზადოთ ხაჭაპური ნახევრად ფენოვანი ცომით, ნამდვილი მესხური რეცეპტის მიხედვით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს რეცეპტი მოგეწონებათ.

ინგრედიენტები:

  • 800 გრამი ფქვილი
  • 400 მლ თბილი წყალი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 20 მლ ზეთი
  • ნახევარი ნედლი საფუარი
  • 1 კვერცხი

მომზადება: 

  1. ფქვილი მოათავსეთ თასში, დაუმატეთ ნახევარი შეკვრა ნედლი საფუარი, 1 ჩაის კოვზი მარილი დაშემდეგ თბილი წყალი. ზელვის პროცესში ჩაამატეთ 1 ცალი კვერცხიც.
  2. მზა ცომი უნდა იყოს ოდნავ მკვრივი და მაგარი. სამუშაო დაფას მოაყარეთ ფქვილი, გადმოიტანეთ მასზე ცომი და კიდევ კარგად დაამუშავეთ ხელებით, შემდეგ მოათავეთ ღრმა თასში, თავზე გადააფარეთ და დაასვენეთ 1 საათით.
  3. 1 საათის შემდეგ გადმოიტანეთ ცომის გუნდა სამუშაო დაფაზე და დაასვენეთ კიდევ დაახ. 20 წუთით, რათა ის გახდეს ადვილად გასაბრტყელებელი.
  4. ცომის გაბრტყელების დროს აუცილებლად გამოიყენეთ ფქვილი. ცომი რაც შეიძლება თხლად რომ გააბრტყელოთ, უმჯობესი იქნება უხლამის გამოყენება.
  5. ტრადიციულად ცომს უსვამენ ღორის ქონისა და ერბოს ნარევს. ცხიმი უნდა გაანაწილოთ თანაბრად მთლიანდ ზედაპირზე. გააჩერეთ რამდენიმე წუთით, რათა ცხიმი ცომს კარგად გაუჯდეს.
  6. ახლა კი თქვენ მაქსიმალურად უნდა გაიყვანოთ ცომის ისედაც თხელი, ცხიმწასმული ფენა. როგორც წესი, ამ დავალებას 2 ადამიანი ასრულებს, თუმცა მარტოც არაჩვეულებრივად გაართმევთ თავს.
  7. გაშლილი ცომი გადაკეც-გადმოკეცეთ და გააბრტყელეთ თავიდან მაქსიმალურად თხლად. ცომის ფენას კვლავ წაუსვით ცხიმი, დაასვენეთ და ისევ გაშალეთ.
  8. ახლა უკვე გაადხვიეთ ცომის ფენა და შემდეგ გაყავით 4 თანაბარი ზომის ნაწილად. ცომის გუნდები დაასვენეთ 10-15 წუთით.
  9. სამუშაო დაფას მოაყარეთ ფქვილი, გადმოიტანეთ ცომი ზედ, თითებით სულ ოდნავ გააბრტყელეთ და გაუკეთეთ შუაში ჩაღრმავება. ამ ჩაღრმავებაში მოათავსეთ უმარილო ყველი. თუ ყველი დაბალცხიმიანია, გულსართში მცირეოდენი ერბო ჩაუმატეთ.
  10. გულსართს ზემოდან მოაყარეთ ცოტა ფქვილი და შემდეგ, ხინკლის მსგავსად, მოუკარით ცომს თავი.
  11. დაიწყეთ მისი გაბრტყელება შუიდან, რათა ყველი კარგად გადანაწილდეს გვერდებში.
  12. გამოსაცხობ ფორმას მოაყარეთ მცირეოდენი ფქვილი, გადაიტანეთ ზედ გამოსაცხობად გამზადებული ხაჭაპური და გაუკეთეთ პატარა ნახვრეტი შუაში.
  13. 1 კვერცხის გულს დაუმატეთ 1 კოვზი არაჟანი, გახსენით კარგად და ფუნჯის გამოყენებით წაუსვით ცომს ზემოდან.
  14. გაახურეთ ღუმელი მაქსიმალურ ტემპერატურამდე და შედგით მასში ხაჭაპური გამოსაცხობად დაახ. 10 წუთით.
  15. გემრიელად მიირთვით!