ტროპიკული ჩიზქეიქი ბანანით

969

ბანანის დესერტის მოსამზადებლად შაქრის გამოყენებაც არ არის საჭირო. ეს ხილი თვითონ ანიჭებს დესერტს სიტკბოს. ბანანით მარტივად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კრემი და კორჟი.

ჩიზქეიქი ბანანით – კლასიკური დესერტია, რომელიც ზაფხულს ძალიან უხდება.

ინგრედიენტები

  • ორცხობილა 200გ
  • კარაქი 80გ
  • ჟელატინი 22გ
  • ხაჭო 350გ
  • არაჟანი 150გ
  • ბანანი 4 ცალი
  • შაქარი 100გ
  • ვანილი 10გ
  • ლიმონის ჟელე 90გ

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ ფუძე. მე ვიყენებ ჩაის ორცხობილას, ის უნდა დააბლენდეროთ კარაქთან ერთად.

2.ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. მასში დატკეპნეთ ორცხობილის მასა და შეინახეთ მაცივარში 15 წუთი.

3.ამასობაში 15გ ჯელატინს მოასხით წყალი. დააბლენდერეთ 2 ბანანი ხაჭოსთან, არაჟანთან, ვანილთან და შაქართან ერთად.

4.ამ მასას ნელ-ნელა დაუმატეთ ამოფუებული ჟელატინი. მოურიეთ და გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში. შეინახეთ 1 საათი მაცივარში.

5.ლიმონის ჯელე ინსტრუქციის მიხედვით მოამზადეთ. მას დაუმატეთ 7გ ჟელატინი.

6.დარჩენილი ბანანი დაჭერით. გადაანაწილეთ ხაჭოს მასაზე. მოასხით ცივი ჟელე და შეინახეთ 15 წუთი მაცივარში.

7.მოასხით დარჩენილი ჟელე და შეინახეთ მაცივარში 4 საათი.

გემრიელად მიირთვით!