ჰაეროვანი და ხრაშუნა ნამცხვრის რეცეპტი შედედებული რძის კრემით

2846

ჩვეულებრივი “ნაპოლეონითა” და “მედოკით” ვეღარავის გააკვირვებთ, ამიტომ უნდა ჩაატაროთ ექსპერიმენტები და ნაცნობ დესერტებს უნდა შემატოთ ახალი გემო. დღეს ჩვენ სწორედ ამას გავაკეთებთ.

ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი ნამცხვარი “სტეპკა-რასტრეპკა”.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 320 გრ ფქვილი
  • 250 გრ მარგარინი
  • 7 ს.კ. წყალი
  • მწიკვი მარილი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • მწიკვი ლიმონის მჯავა

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 380 გრ შედედებული რძე
  • 250 გრ კარაქი
  • 100 გრ ბერძნული კაკალი

მომზადების წესი

1. გაცრილ ფქვილს დაუმატეთ მარგარინი და კარგად მოზილეთ. შემდეგ დაუმატეთ მარილი, ლიმონის მჟავა და შაქარი. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ.

2. კოვზით თანდათან დაუმატეთ ცივი წყალი და მოზილეთ ცომი. შემდეგ ცომი ბურთივით დაამრგვალეთ და შედგით მაცივარში ერთი საათით.

3. გაცივებული ცომი დაყავით 9 თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაჭერი გაიყვანეთ თხელ ფენად და ამოჭერით საჭირო დიამეტრის წრე. მოათავსეთ საცხობ ლანგარზე და თითოეული აცხვეთ 5-7 წუთის განმავლობაში.

4. დარჩენილი ცომიდან გააკეთეთ კიდევ ერთი ფენა, გამოაცხვეთ და დაფშვენით პატარა ზომის ნამცეცებად. ნამცხვრის ფირფიტასთან ერთად შეგიძლიათ წვრილად დაჭრათ ცოტაოდენი კაკალი, ეს ნამცხვრის გასაფორმებლად დაგჭირდებათ.

5. ახლა კი კრემის მომზადების დრო დადგა. ათქვიფეთ გამდნარი კარაქი და შედედებული რძე, დაუმატეთ დაჭრილი კაკალი და მოურიეთ.

6. წაუსვით მიღებული კრემი ნამცხვრის ფირფიტებს, მოაყარეთ ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი კაკალი და ნამცხვრის ფირფიტის ნაფშვნები. ნამცხვარი შეინახეთ მაცივარში 6 საათის განმავლობაში, რომ ფირფიტები კარგად დასველდეს და დარბილდეს.

ნამცხვარი გამოგივათ ძალიან ჰაეროვანი და ხრაშუნა, მისი ფირფიტები გემოთი “ნაპოლეონს” მოგაგონებთ, მაგრამ საოცრად ფაფუკი კრემი დესერტს საუცხოო არომატს და გემოს სძენს.ნამცხვარი “სტეპკა-რასტრეპკა” იდეალურია დღესასწაულების გასალამაზებლად.

გემრიელად მიირთვით!