ტორტი “რაფაელო”

2677

სახლში გამომცხვარი ტორტი. რა შეიძლება იყოს უფრო ნატურალური, ახალი და გემრიელი? მაშინაც კი თუ რეცეპტი არ საჭიროებს სპეციალურ უნარებს და ექსტრავაგანტურ პროდუქტებს, თქვენ შეიძლება გამოგივიდეთ, რაღაც საოცრად გემრიელი. რაგდან მთელი საიდუმლო ინგრედიენტების შერწყმაშია!

სწორედ ამ მეთოდის შემოწმება შეგვიძლია ტორტი “რაფაელოს” გამოცხობისას. ეს დესერტი აერთიანებს დელიკატურ თეთრ ბისკვიტს ქოქოსისა და ნუშის კრემთან.

ინგრედიენტები

  • კვერცხი – 6 ცალი
  • შაქარი – 200გ
  • ნუში – 100გ
  • ხორბლის ფქვილი – 125გ
  • ნუშის ექსტრაქტი – გემოვნებით
  • მწიკვი მარილი
  • თეთრი შოკოლადი – 200გ
  • ყველი მასკარპონე – 250გ
  • ნაღები – 550მლ
  • შაქრის ფხვნილი – 130გ
  • ქოქოსის რძე – 150მლ
  • ქოქოსის ფანტელები – 200გ

მომზადება

1.დასაწყისისთვის მოდით მოვამზადოთ ბისკვიტი. ოთახის ტემპერატურის კვერცხის ცილა და გული გამოყავით ერთმანეთისაგან. ათქვიფეთ ცილა მიქსერით მის გამყარებამდე. თანდათანობით დაუმატეთ შაქარი და თქვიფეთ კიდევ 3 წუთი.

2.კვერცხის გულს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ნუშის ექსტრაქტი და შეურიეთ ცილას. კიდევ ერთხელ ყველაფერი ერთად კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ ფქვილი და ბლენდერით ათქვიფეთ ნუში.

3.გამოსაცხობი ფორმა ზომებით 22-24სმ ამოფინეთ გამოსაცხობი ქაღალდით და ჩაასხით მასში ცომი. გამოაცხვეთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთის განმავლობაშ. ამ დროს დაიწყეთ კრემის მზადება.

4.შოკოლადს დაასხით ნაღების ნაწილი, მოათავსეთ მიკროტელღურში, რათა ის გალღვეს. შემდეგ დაელოდეთ მის გაციებას. დარჩენილი ნაღები ათქვიფეთ შაქრის ფხვნილთან ერთად მაქსიმალურად სქელი მასის მიღებამდე.

5.მასკარპონეს დაუმატეთ მწიკვი მარილი, ათქვიფეთ ხელის სათქვეფით მის დათხელებამდე. დაუმატეთ ცილა, შოკოლადი და 3 სუფრის კოვზი ქოქოსის ფანტელი. იმისათვის, რომ კრემი იყოს ტკბილი დაუმატეთ შაქრის ფხვნილი.

6.მზა ბისკვიტების დასანამად გამოიყენეთ ქოქოსის რძე. თუ ის არასაკმარისად ტკბილია დაუმატეთ შაქრის ფხვნილი. გაგრილებული ბისკვიტი გაჭერით 3 ტოლ ნაწილად. ასაწყობ ფორმას გადააკარით პერგამენტის ქაღალდი.

7.მოათავსეთ პირველი ბისკვიტი, დანამეთ ქოქოსის რძით და წაუსვით კრემი. გაიმეორეთ ეს მოქმედება ყველა ბისკვიტისათვის, მაგრამ არ დაგავიწყდეთ კრემის შენახვა ტორტის თავისა და გვერდებისათვის.

8.მთელ ტორტს მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი, ხოლო თავზე დაალაგეთ რაფაელოები. მისი გაფორმება შეგიძლიათ თეთრი შოკოლადის ფიგურებითა და ნუშის ნაფხვენებით. ტორტი 3-4 საათით მოათავსეთ მაცივარში.

საოცრად გემრიელი რაფაელოს ტორტი ძალიან უხდება ცხელ ყავას. ამ დესერტზე გიჟდებიან ბავშვები, ამიტომ შეგიძლიათ მოამზადოთ მათ დაბადების დღეზე და გაულამაზოთ დღე საოცრად გემრიელი დესერტით!