ტორტი “პავლოვა” ახალი ხილით

2690

“პავლოვა” ახალ ზელანდიაში შექმნილი პოპულარული დესერტია. სახელი ცნობილი რუსი ბალერინას, ანა პავლოვას პატივსაცემად დაერქვა. ბალერინამ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში 1920 წელს იმოგზაურა.

ინგრედიენტები: 

ბეზე 

  • 4 კვერცხის ცილა
  • მწიკვი მარილი
  • 1 ჭიქა (200 გ) შაქრის პუდრი
  • 1 ჩ.კ. სიმინდის სახამებელი
  • 1 ჩ.კ. თეთრი ძმარი
  • 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)

მორთვა

  • 300 მლ ნაღები
  • 75 გ ახალი მარწყვი (დაჭრილი)
  • 1/2 ჭიქა (75 გ) ჟოლო
  • 75 გ ლურჯი მოცვი
  • 1 კივი (გათლილი და დაჭრილი )

მომზადები წესი: 

  1. ბეზე. ღუმელი 150 გრადუსზე გაახურეთ. საცხობ ფორმას ცხიმი მოუსვით. კალკის ქაღალდისგან (პერგამენტისაგან) 20 სმ-იანი დისკო გამოჭერით და საცხობი ფორმის ძირზე დააფინეთ.
  2. კვერცხის ცილა და მარილი ათქვიფეთ გამკვრივებამდე. სუფრის კოვზით თანდათან დაამატეთ შაქარი. გააგრძელეთ თქვეფა ბეზეს გასქელებამდე და შაქრის სრულად გადნობამდე. დაამატეთ სიმინდის სახამებელი, ძმარი, ვანილი და მიქსერით ათქვიფეთ.
  3. ბეზე დაასხით წინასწარ გამზადებულ საცხობ ფორმაზე და ეცადეთ, ტალღოვანი ზედაპირი გაუკეთოთ.
  4. შედგით ღუმელში და ტემპერატურას 130 გრადუსამდე დაუწიეთ. აცხვეთ 1 ¼ – 1½ საათის განმავლობაში, სანამ ბეზე ხრაშუნა არ გახდება, თუმცა ფერი არ უნდა შეიცვალოს. გაზქურა გამორთეთ და ღუმლის კარი ღია დატოვეთ. ბეზე მხოლოდ მაშინ გამოიღეთ, როცა სრულად გაცივდება.
  5. მორთვა: ნაღები ათქვიფეთ გასქელებამდე. წაუსვით “პავლოვას” და გააფორმეთ ხილით.
  6. დაჭერით და მიირთვით.