ტორტი-ნაყინი დესერტების განსაკუთრებული სახეობაა. როგორც წესი, გაცილებით იოლად და სწრაფად მზადდება, ვიდრე ჩვეულებრივი ტორტები. ძალიან ეფექტურად გამოიყურება და სტუმრებთან თავსაც მოიწონებთ. მოამზადეთ დილით, შედგით საყინულეში 6 საათით, საღამოს კი მშვენიერი დესერტი მზადაა!
სადღესასწაულოდ კი უმჯობესია საღამოს მოამზადოთ. რძე და ნაღები ცხიმიანი შეარჩიეთ, რბილი ხაჭო 5% ან 9%იანი სიცხიმით. ნამცხვარი ბისკვიტის გამოიყენეთ, მაგრამ ფხვიერიც გამოდგება.
ინგრედიენტები
- 500 მლ ნაღები
- 120 მლ რძე
- 500 გრ ხაჭო
- 90 გრ ვანილის პუდინგი
- 3 ს.კ. შაქარი
- 100 გრ შავი შოკოლადი
- 500 გრ ბისკვიტის ნამცხვარი
მომზადება
- ნაღები, რძე და ხაჭო კარგად ათქვიფეთ შაქართან. დაუმატეთ ხსნადი პუდინგი.
- დაუმატეთ გახეხილი შოკოლადი, კიდევ ერთხელ ათქვიფეთ 30 წამის განმავლობაში.
- ჩაასხით მასა ფორმაში და ზედაპირი გაათანაბრეთ. ბისკვიტის ნამცხვარი ჩაარჭეთ ნაღების ქაფში ვერტიკალურ და პარალელურ მწკრივებად.
- შემოახვიეთ ფორმას საკვების ცელოფანი და შედგით საყინულეში 6-8 საათით.
- დაჭერით ცივი ტორტი და მიირთვით.
მოამზადეთ მარტივად და იოლად და ნუ დაგავიწყდებათ გაუზიაროთ საინტერესო იდეები მეგობრებს!