ტოლმა ცხვრის ხორცის, კობოსტოს ფოთოლში გახვეული

1683

ეს კერძი ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან არის. თუმცა საქართველოშიც არანაკლებ პოპულარულია და ბევრნაირადაც მზადდება. დღეს გასტრონომიას რედაქცია შემოგთავაზებთ ცხვირს ხორცის ტოლმას.

ინგრედიენტები:

  • მსუქანი ცხვრის ხორცი -500 გ
  • ხახვი – 1 თავი
  • ქინძი – 3 ძირი
  • რეჰანი – 2 ძირი
  • ტარხუნა – 1 ძირი
  • ქონდარი – 1 ძირი
  • ბრინჯი – 1/2 ჩაის ჭიქა
  • კომბოსტო თეთრი თავხვეულა – 800-900 გ
  • დანაყილი პილპილი, მარილი – გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. მსუქანი ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი დაჭერით, გარეცხეთ, დაუმატეთ ხახვი და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ; მერე გულმოდგინედ აურიეთ შიგ წვრილად დაჭრილი მწვანილი (ქინძი, ქონდარი, რეჰანი, ტარხუნა), გადარჩეული, გარეცხილი ბრინჯი, მარილი და დანაყილი შავი პილპილი.
  2. გასუფთავებულ, გამზადებულ კომბოსტოს ფოთოლში მოათავსეთ ხორცის მასალა ზემოაღნიშნული წესით, ფენებად ჩაალაგეთ ქვაბში, გარეცხილი ბრტყელი ქვა, დაახურეთ ქვაბს სახურავი, დადგით ცეცხლზე და მოხარშეთ.

გემრიელად მიირთვით!