საფუარიანი ფუმფულა ცომით მომზადებული ტკბილი ღვეზელები ყველას უყვარს. რბილი და არომატული დესერტი ძალიან უხდება ჩაისა და ყავას. თუმცა საფუარიანი ცომი საკმაოდ პრეტენზიულია, იდეალური ღვეზელების გამოსაცხობად კი ცომის მომზადებისას ამ გამოცდილი რეცეპტის ყველა საფეხურს ზედმიწევნით უნდა მისდიოთ!
ტკბილი ღვეზელები საფუარიანი ცომისგან
ინგრედიენტების სწორი პროპორცია და მარტივი, დეტალური ინსტრუქცია დაგეხმარებათ ისეთი დესერტი გამოაცხოთ რომელიც სირბელესა და სიახლეს დიდი ხნით შეინარჩუნებს. მსგავსი ცომისგან შეიძლება როგორც გულსართიანი ასევე უგულსართო ღვეზელებიც გამოაცხოთ.
ინგრედიენტები
- 600 გრამი ფქვილი
- 20 გრამი საფუარი
- 300 გრამი თბილი რძე
- 4 სუფრის კოვზი შაქარი
- 1 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი
- 2 ცალი კვერცხი
- 50 გრამი კარაქი
- ვანილი
- მარილი
მომზადების წესი
1. დავიწყოთ საფუარის მომზადება. თბილ რძეში საფუარი ჩაყარეთ და 200 გრამი ფქვილი დაუმატეთ. ფრთხილად აურიეთ, საჭიროა საფუარი ბოლომდე გაიხსნას. ამის შემედგ საფუარიან მასაში 1 ცალი მთლიანი კვერცხი ჩაახალეთ და მერე კვერცხის ცილაც ჩაუმატეთ.
2.ახლა საფუარს ვანილი, მარილი და ზეთი დაუმატეთ. დაწყეთ მოზელა, ფქვილის ნელ-ნელა დამატებით. ცომს ოდნავ ამოსვლა ახადეთ და შემდეგ კარაქი დაუმატეთ. ზილეთ ცომი სანამ კარაქს ბოლომდე არ აითვისებს.
3. ხელებზე მზესუმზირის ზეთი შეიზილეთ და ცომი დაამრგვალეთ. დატოვეთ თბილ ადგილას – 1 საათით.
4. ახლა შეგიძლიათ თამამად მისცეთ ცომს ის ფორმა რომელიც თქვენ გსურთ. კარგი ვარიანტია მოხვეული ფუნთუშა. აუცილებლად წაუსვით მათ კვერცხის გული და ჩანგლით რამდენიმე ნახვრეტიც გაუკეთეთ – ასე შიგნიდან უკეთ გამოცხვება.
5. ქურა 180 გრადუსზე გააცხელეთ და ნახევარი აათით აცხვეთ. გემრიელად მიირთვით!
ასეთი ცომისთვის გულსართად ხაჭო, მურაბა და ყაყაჩოს თესლი ყველაზე კარგი ვარიანტია!