ამ ოლადებს საუზმეზე დიდი სიამოვნებით მივირთმემ. ერთი შეხედვით სტანდარტულ ოლადებს, მაგრამ ძალიან განსხვავდება მათგან.
მოდით ერთად მოვამზადოთ !
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 300გ
- შაქარი 70გ
- წყალი 100მლ
- საფუარი 5გ
- მარილი 5გ
- მზესუმზირის ზეთი 10გ
- ყავისფერი შაქარი 50გ
- ნიგოზი და მზესუმზირა გემოვნებით
- დარიჩინი 1 ჩაის კოვზი
მომზადება
1.ღრმა ჯამში მოათავსეთ ფქვილი, საფუარი, შაქარი და მარილი. ჩაასხით თბილი წყალი. მოურიეთ და დაუმატეთ ზეთი. მოზიელთ ერთგვაროვანი ცომი.
2.დააფარეთ ცომს ხელსახოცი და მოათავსეთ თბილ ადგილას. ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი.
3.ორივე სახის შაქარი და დარიჩინი ჩაყარეთ ჯამში. დაუმატეთ 40გ ნიგოზი და მზესუმზირა. მოურიეთ.
4.ამოფუებული ცომი გაყავით 8 ნაწილად. ხელზე წაისვით ზეთი და დაამრგვალეთ ცომი.
5.თითოეულ ნაწილში მოათავსეთ შიგთავსი და კარგად დააფიქსირეთ კუთხეები. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი.
6.კორეული ოლადები მოამზადეთ 20-30 წამი თითოეული მხრიდან საშუალო ცეცხლზე.
გემრიელად მიირთვით!