ტირამისუ ჭიქაში: გემრიელი, ნაზი  და ჰაეროვანი დესერტი

1242

ტირამისუ გემრიელი, ნაზი და ჰაეროვანი იტალიური დესერტია. თუ კლასიკური რეცეპტით მომზადების დრო არ გაქვთ, Gastronomia.ge-ს რედაქცია სწრაფ მეთოდს გთავაზობთ. უფრო მარტივია, მაგრამ ისეთივე გემრიელი გამოდის!

ინგრედიენტები:

  • 200 გრ ფხვიერი ორცხობილა
  • 200 გრ უცხიმო ხაჭო
  • 100 გრ არაჟანი
  • 50 გრ შაქარი
  • 1 ჩ/კ ყავა
  • ვანილი გემოვნებით
  • კაკაო გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ბლენდერის ჭიქაში ხაჭო, არაჟანი, შაქარი და ვანილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  2. 1 ჭიქა ყავა მოამზადეთ. ხსნადი ყავაც გამოგადგებათ.
  3. 5 წამით ფხვიერი ორხობილა ყავაში ჩადეთ.
  4. ფხვიერი ორცხობილის და კრემის ფენები მორიგეობით მინის ჭიქაში ჩადეთ.
  5. დესერტს საცერით ზემოდან კაკაო მოაყარეთ.
  6. მაცივარში რამდენიმე საათით შეინახეთ.
  7. გემრიელად მიირთვით.

დიეტური ტირამისუ შვრიის ქატოთი

დახვეწილი იტალიური დესერტი დიეტური ვარიანტით ძალიან გემრიელი და დაბალკალორიული გამოდის. გამოადგება მათ, ვისაც წონის დაკლება სურთ, მაგრამ ტკბილეული ენატრებათ.

ინგრედიენტები:

  • 125 გრ კვერცხის ცილა
  • 150 გრ შვრიის ქატო
  • 3 გრ გამაფხვიერებელი
  • 300 გრ უცხიმო ხაჭო
  • 5 გრ ყავა
  • 1 ჩ/კ შაქრის შემცველი

მომზადების წესი:

  1. 3 კვერცხის ცილა ათქვიფეთ, დაფქული შვრია დაუმატეთ.
  2. საცხობ ფორმაზე მზა ცომი გაათანაბრეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ.
  3. 2 კვერცხის ცილა ათქვიფეთ, ხაჭო, შაქრის შემცველი დაუმატეთ და აურიეთ.
  4. ძლიერი ყავა მოამზადეთ და გააცივეთ.
  5. ჭიქით ორცხობილები ამოჭერით. ამოჭრილი ორცხობილები ყავაში რამდენიმე წამით ამოავლეთ და ჭიქაში ჩადეთ. ორცხობილებს შორის კრემის ფენა დაუმატეთ.
  6. მაცივარში რამდენიმე საათით შეინახეთ. სუფრაზე გატანის წინ კაკაოთი მორთეთ.
  7. გემრიელად მიირთვით!