სწრაფი უსაფუარო ცხობილა. მინი-რულეტი ყაყაჩოთი

801

დღეს მოვამზადებთ მინი-რულეტს ყაყაჩოს გულსართით. ძალიან გემრიელი და არომატული გამოდის.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • კვერცხის გული 2 ცალი
  • შაქარი 75გ
  • ვანილი 1 ჩაის კოვზი
  • კარაქი 180გ
  • არაჟანი 120გ
  • მარილი
  • ფქვილი 300-350გ

გულსართი

  • ყაყაჩო (მზა) 200გ
  • შაქარი 75გ
  • კარაქი 40გ
  • ნიგოზი 50გ
  • ქათმის ცილა 2 ცალი
  • ვანილი 1 ჩაის კოვზი

მომზადება

  1. ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს გრილი.
  2. საშუალო ჯამში ჩატეხეთ 2კვერცხი, დაუმატეთ შაქარი, მარილი, ვანილი და არაჟანი.
  3. ყველა ინგრედიენტს მოურიეთ და დაელოდეთ შაქრის გალღვობას.
  4. ცალკე ჯამში ჩაყარეთ ფქვილი
  5. გაყინული კარაქი ამოავლეთ ფქვილში და შემდეგ გახეხეთ.
  6. ფქვილში კარგად დაფხვენით კარაქი.
  7. ფქვილს დაუმატეთ კვერცხის მასა. მოზილეთ ცომი.
  8. ცომი გადაიტანეთ სამუშაო მაგიდაზე და დაამუშავეთ.
  9. ცომი გაყავით 2 ნაწილად.
  10. გააგრილეთ ცომი მაცივარში.
  11. ყაყაჩოს დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიგოზი.
  12. მოაყარეთ შაქარი, ვანილი დაუმატეთ 2 ცილა და დარბილებული კარაქი. კარგად მოურიეთ.
  13. ფქვილიან სამუშაო მაგიდაზე გააბრტყელეთ ცომი, უნდა გამოგივიდეთ მართკუთხედი ფირფიტა. მოათავსეთ ყაყაჩოს გულსართი და გადაანაწილეთ.
  14. მხოლოდ ერთი ზედა მხარის კუთხე რჩება გულსართის გარეშე, ეს საჭიროა რულეტის დასაფიქსირებლად.
  15. გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე.
  16. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 25 წუთი.
  17. მზა რულეტს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!