ყველაზე მარტივი და სწრაფი ტორტი “ჩიტის რძე”, ჩემი ფავორიტი დესერტია.
ინგრედიენტები
ცომისთვის
- 3 კვერცხი
- 125გ ფქვილი
- 1 ჩაის კოვზი გააფქვიერებელი
- 125გ შაქარი
- 8 სუფრის კოვზი კაკაო
ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გამოაცხვეთ 180-200 გრადუსზე. გააგრილეთ.
სუფლე:
- 5 ცილა
- 300გ შაქრის ფხვნილი
- 10გ ჟელატინი
- 100გ წყალი
- ჟელატინი მოათავსეთ წყალში 10 წუთი. გააცხელეთ გალღვობამდე და გააგრილეთ.
- ათქვიფეთ ცილა. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და განაგრძეთ თქვეფა. ჩაასხით ჟელატინი და საგულდაგულად ათქვიფეთ.
- კორჟი შეგიძლიათ გაჭრათ ორ ნაწილათ ან მოათერით ზედა ნაწილი და დატოვეთ ერთი. კორჟი მოათავსეთ ფორმაში, შეგიძლიათ დანამოთ, მოასხით სუფლე.
- თუ 2 კორჟი გაქვთ, მაშინ სუფლეზე მოათავსეთ მეორე კორჟი. მოათავსეთ მაცივარში.
მინანქარი:
- 150გ შავი შოკოლადი
- 100გ კარაქი
5.ქვაბში მოათავსეთ კარაქი და შოკოლადი. დაბალ ცეცხლზე გაალღვეთ, ურიეთ განუწყვეტლივ.
6.ტორტს მოასხით შოკოლადის ნინანქარი.
გემრიელად მიირთვით!