ახალგამომცხვარი ცომეული საუზმეზე ნამდვილი ფუფუნებაა! ყველას არ აქვს დრო და შთაგონება, რომ დილით ქურასთან დადგეს. ბანანის პეჩენიას მარტივად ვაცხობ და ამას ძვირფას ძილს არ ვწირავ. უფრო მარტივ რეცეპტს ვერ იპოვით, რადგან მხოლოდ ორი ინგრედიენტი დაგჭირდებათ.
ბანანის პეჩენიას მომზადების სიმარტივის და სისწრაფის გარდა სხვა უპირატესობაც აქვს. ცომეული სხეულის ფორმებს არ აზიანებს. მთელი ლანგარიც შეგიძლიათ მიირთვათ. არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლო გამოდის. პეჩენია ფქვილის, შაქრის, კვერცხის და კარაქის გარეშე ნამდვილი აღმოჩენაა.
როგორ მოვამზადოთ მარტივი ბანანის პეჩენია
უშაქრო პეჩენია ბანანის სიმწიფის გამო ტკბილი გამოდის. ცომს ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა, ვანილი, დარიჩინი, პიტნა ან სხვა რამ არომატისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ.
ინგრედიენტები:
- 2 ბანანი
- 2 ჭიქა სეზამის თესლი
მომზადების წესი:
1. ბანანს ქერქი მოაშორეთ, ნაჭრებად დაჭერით და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
2. ბანანის მასას სეზამის თესლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
3. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და ფორმების დახმარებით პეჩენიები გააკეთეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით აცხვეთ.
აღმოჩნდა, რომ ტკბილი პეჩენია შეიძლება სასარგებლო იყოს. ორივე ინგრედიენტი ვიტამინებით, მინერალებით და სასარგებლო მიკროელემენტებით გაჯერებულია. ბანანის პეჩენია შიგნით რბილი, ხოლო გარედან არომატული გამომცხვარი სეზამით დაფარულია. შესანიშნავი კომბინაციაა!