ხაშლამა კახური გასტრონომიის კუთვნილებაა. მისი მომზადების საიდუმლო სწორად შერჩეული, მაღალი ხარისხის ხორცია. კახეთში სანელებლების გარეშე ხარშავენ ხაშლამას, შემდეგ კი ნიორწყლით მიირთმევენ.
ინგრედიენტები:
- 2 კგ ახალგაზრდა, მსუქანი საქონლის ხორცი (მკერდის ნაჭერი)
- 2 ცალი დაფნის ფოთოლი (სურვილისამებრ)
- 1 ცალი გაფცქვნილი ხახვი (სურვილისამებრ)
- მარილი
- ნიორწყალი – მისატანებლად
მომზადების წესი:
- ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად (წვრილ ნაჭრებად არ დავჭრათ!), გავრეცხოთ კარგად, ჩავყაროთ ქვაბში, გავაჩეროთ მთელი ღამით, დილით გადავწუროთ, ახალი წყალი დავასხათ და ვადუღოთ; დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. ხარშვისას დავუმატოთ ხახვი და დაფნის ფოთოლი, შემდეგ დავუმატოთ მარილი.
- როცა ხორცი კარგად მოიხარშება, ქაფქირით ამოვიღოთ ლანგარზე და სუფრაზე მივიტანოთ ნიორწყალთან ერთად.