სტაფილოს ნამცხვარი განსაკუთრებული არომატით

1884

სუფრაზე მიტანამდე ნამცხვარი კარგად უნდა გაცივდეს. უკეთესი იქნება თუ ჭიქურს გადაუსვამთ, გრილ ადგილას (მაცივარში არა) ჰერმეტულ ჭურჭელში შეინახავთ და მეორე დღეს მიირთმევთ. ერთ ღამეშიის განსაკუთრებულ არომატს შეიძენს.

ინგრედიენტები :

ბისკვიტისთვის: 

  • 225 გ თეთრი ფქვილი
  • 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • თითო ჩ.კ. – დაფქული დარიჩინი, მუსკატის კაკალი, კოჭა
  • 1/8 ჩ.კ. დაფქული მიხაკი
  • 100 გ წვრილად გახეხილი ნუში
  • 200 გ დაჭრილი ნიგოზი
  • 310 გ მარილიანი დარბილებული კარაქი
  • 400 გ ღია ყავისფერი შაქარი
  • 5 კვერცხი
  • 1 წვრილად გახეხილი ცედრა
  • 1 ლიმონის ახალგამოწურული წვენი
  • 300 გ წვრილად გახეხილი სტაფილო

მინანქრისთვის: 

  • 350 გ ნაღების ყველი დარბილებული
  • 300 გ შაქრის პუდრი
  • 1 ლიმონის ცედრა

მომზადების წესი: 

  1. ბისკვიტი: ღუმელი წინასწარ გაახურეთ 180 გრადუსზე. კვადრატულ ფორმას (23 სმ) მთელ ზედაპირზე წაუსვით კარაქი და ზედ პერგამენტი დააფინეთ. ჯამში ჩაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, დაუმატეთ დარიჩინი, მუსკატის კაკალი, კოჭა, მიხაკი, ნუში, დაჭრილი ნიგოზი და აურიეთ.
  2. კარაქი და ყავისფერი შაქარი მიქსერით საშუალოზე მაღალ სიჩქარეზე ათქვიფეთ ისე, რომ კრემისებური გახდეს. შემდეგ სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები. მიქსერი დაბალ სიჩქარეზე გადაიყვანეთ და თანდათან დაუმატეთ ფქვილი და ფორთოხლის ცედრა, წვენი და სტაფილო. ცომი ფორმაში კოვზით გადაიტანეთ.
  3. აცხვეთ დაახლოებით 1 საათი, მოოქროსფრო-ყავისფერი უნდა გახდეს. შეამოწმეთ: ცენტრში ხის ჩხირი ჩაარჭვეთ, თუ არაფერი ამოჰყვა, ბისკვიტი მზადაა. 10 წუთი ფორმაში დატოვეთ, გაგრილებისას ცხაურზე გადაიტანეთ და გააცივეთ.
  4. მინანქარი: ნაღების ყველი, შაქრის პუდრი, ლაიმის ცედრა და წვენი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. მინანქარი გაცივებულ ნამცხვარს გადაუსვით და ნიგოზი მოაყარეთ. დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.