ამ ღვეზელის გამოსაცხობად შეგიძლიათ როგორც საფუვრიანი ისე ნახევრად ფენოვანი ან მაწვნიანი ცომის გამოყენება. სამივე შემთხვევაში უგემრიელესი გამოდის! ჩვენ კი დღეს საჩვენებლად საფუვრიანი ცომით მოგიმზადებთ.
ინგრედიენტები:
ცომი
- 1 კგ ფქვილი
- 3 კვერცხის გული
- 400 მლ რძე
- 100 მლ წყალი
- 100 გ კარაქი
- 30 მლ ზეთი
- 1 ჩ.კ. მარილი
- 2 ჩ.კ. მშრალი საფუარი
გულსართი
- 2 თავი ხახვი
- 500 გ ქამა სოკო
- 3 ს.კ. ზეთი
- 700 გ გახეხილი იმერული ყველი
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ცომის მომზადება. ჯამში ჩაასხით თბილი რძე და დაუმატეთ წყალი.
- რძისა და წყლის ნარევში ჩაყარეთ საფუარი და კარგად გახსენით.
- გაადნეთ კარაქი ოღონდ არ აადუღოთ. რძეში გახსნილ საფუარს დაუმატეთ მარილი და გამდნარი კარაქი.
- გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული, ცომს შეურიეთ კვერცხის გულები და სათქვეფლით კარგად აურიეთ.
- დააყარეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. მოათავსეთ თასში, გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად.
- როცა ცომი აფუვდება, ჩაზილეთ ზეთიანი ხელებით, კვლავ გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად.
- როდესაც ცომი კიდევ ერთხელ აფუვდება, ამოიღეთ თასიდან.
- ღუმელი გაახურეთ 250 გრადუსამდე.
- გულსართი. ხახვი დაკეპეთ და ზეთში მოშუშეთ.
- 2-3 წუთში დაუმატეთ წვრილად დაჭრილი სოკო. როდესაც სოკო მოიშუშება, შეანელეთ მარილით.
- სოკოს გულსართი შეაგრილეთ და აურიეთ გახეხილი ყველი.
- როდესაც ცომი აფუვდება, 300-გრამიან გუნდებად დაყავით.
- თითოეული გუნდა გააბტყელეთ მრგვალად.
- თითოეულ ფენაზე მოათავსეთ 300 გ სოკოსა და ყველის გულსართი და პირი მოუკარით.
- ამოატრიალეთ და გააბრტყელეთ. მოათავსეთ საცხობ ფურცელზე და გახურებულ ღუმელში 20 წუთი აცხვეთ.