სახლში მომზადებული ქაშაყის კარაქი სტაფილოთი

706

ადრე დიასახლისები იგონებდნენ და ქმნიდნენ გენიალურ კერძებს. საბჭოთა კავშირის პერიოდში ეს რეცეპტი, რომელსაც დღეს გავეცნობით დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

ამ რეცეპტის შეცვლა შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით. დანამატის სახით მე ხშირად ვიყენებ ნიორს, ახალ მწვანილს და მოხარშულ კვერცხს. რათა მასა მეტად კრემისებური გახდეს, ხშირად უმატებენ მდნარ ყველს.

ინგრედიენტები

  • სტაფილო 2-3 ცალი
  • კარაქი 200გ
  • ქაშაყი 3 ცალი

მომზადება

1.გარეცხეთ და გაასუფთავეთ სტაფილო. მოხარშეთ 20 წუთი ადუღების შემდეგ. დაელოდეთ გაგრილებას.

2.გაასუფთავეთ ქაშაყი, მოაშორეთ ფხები.

3.დაჭერით კარაქი კუბიკებად და დატოვეთ 30-40 წუთი, რათა დარბილდეს. ინგრედიენტები გაატარეთ ხორცსაკეპში ან დააბლენდერეთ.

4.თუ მიღებულ მასას ათქვიფავთ ის მეტად დარბილდება. შეინახეთ მაცივარში 40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!