სახლში მომზადებული ქათმის ძეხვი

956

თუ ჯერ სახლში მომზადებული ძეხვი არ გაგისიჯნჯავთ, ძალიან ბვრს კარგავთ. ეს ხომ ყველაზე საოცარი ხორცპროდუქტია, რაც კი არსებობს. სახლში მომზადებული მეტად გემრიელი და სასარგებლოა.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 1,5კგ
  • მარილი 1კგ
  • ნიორი 100გ
  • პაპრიკა 3 ჩაის კოვზი
  • შავი წიწალა 1 ჩაის კოვზი
  • სურნელოვანი წიწაკა 1 ჩაის კოვზი
  • კარავა 1 ჩაის კოვზი
  • კონიაკი 30მლ

მომზადება

1.კარგად გარეცხეთ ქათმის ფილე და გააშრეთ. ღრმა ჯამში მოათავსეთ ხორცი და დაამარილეთ, დააფარეთ თავზე და დატოვეთ მთელი ღამე.

2.დაჭერით ქათმის ფილე და გამოატარეთ ხორცსაკეპში.

3.გაასუფთავეთ ნიორი და დაჭყლიტეთ. დაუმატეთ ქათამს.

4.მოაყარეთ სანელებლები, კარგად მოურიეთ. სურვილისამებრ დაუმატეთ კონიაკი.

5.შეზავებული ხორცი მოათავსეთ მაცივარში 1 საათი.

6.აუცილებლად დაგჭირდებათ პლასტმასის მილი. პერგამენტი შეუშვით მილაში და ამოავსეთ.

7.ძეხვი შეახვიეთ მარლაში და ჩამოკიდეთ მაცივრის კარზე 2 დღე. შემდეგ ამოიღეთ შიგთავსი და მჭიდროდ შეკარით მარლით.

8.შეინახეთ მაცივარში 12-14 დღე.

გემრიელად მიირთვით!